მალე, „ჯუნიორ NBA-GBF” მესამედ გამოავლენს გამარჯვებულს
მალე, „ჯუნიორ NBA-GBF” მესამედ გამოავლენს გამარჯვებულს
15.05.2018
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახეში დღეს, „ჯუნიორ NBA-GBF"-ის ლიგის კენჭისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობა, ტურნირის მონაწილე 30 გუნდის 450 მოზარდმა და მოწვეულმა სტუმრება მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირის ძირითად ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად თავდაპირველად 80-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. „ჯუნიორ NBA-GBF"-ის საწყის ეტაპზე 1000-ზე მეტი მოზარდი ჩაება. რიგით მესამე ტურნირი, რომელშიც საბოოოდ 30 გუნდი შეირჩა. თუმცა, ის გუნდები, რომლებიც ლიგის მიღმა აღმოჩნდნენ B დივიზიონში იასპარეზებენ. ეს კი, წლევანდელი სეზონის სიახლეა.

ტურნირის მონაწილე გუნდებს, რომლებიც  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს წარმოადგენენ, თელავიდან, ლაგოდეხიდან, საგარეჯოდან, რუსთავიდან, სოხუმიდან, თბილისიდან, გორიდან, კასპიდან, ხაშურიდან, ქუთაისიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან, ფოთიდან, სენაკიდან, მოწვეულმა სტუმრებმა კენჭისყრის შედეგად „ჯუნიორ NBA-GBF" ლიგაში მონაწილე 30 გუნდს ნბა-ს კლუბების სახელები მიანიჭეს. გუნდები, ამერიკის პროფესიული ლიგის მსგავსად, 6 დივიზიონში გადანაწილდნენ.

„ჯუნიორ NBA-GBF" ლიგის 6 დივიზიონის თამაშები თელავში, რუსთავში, თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.  ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსგავსად, 6 დივიზიონი 2 კონფერენციად არის გაყოფილი. თითო კონფერენციიდან პლეი ოფში 8 საუკეთესო გავა, შესაბამისად, რეგულარული ჩმპიონატის დასრულების შემდეგ საუკეთესო 16 გუნდი ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის საწყისი რაუნდების შემდეგ გუნდები დედაქალაქში გადმოინაცვლებენ, სადაც ჩემპიონის გამოსავლენად გადამწყვეტი მატჩები, ე.წ. ოთხთა ფინალი გაიმართება.

კენჭისყრის ცერემონიალს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.