თბილისის „დინამო“ სერიაში დაწინაურდა
თბილისის „დინამო“ სერიაში დაწინაურდა
14.05.2018
ავტორი:

თბილისის „დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი თამაშიდან-თამაშამდე ჩვეულ პოზიციებს იბრუნებს. ტრავმის და მაჯაზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, დინამოელთა 17 ნომრის ანგარიშზე დღეს, სუპერლიგის ½ ფინალური ფლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ 24 ქულა დაგროვდა. ბერიშვილი „დინამოსა" და „მგზავრების" შეხვედრის დროს, ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო ორივე გუნდში. პირველი ტაიმის შემდეგ, დინამოელთა სასარგებლოდ ტაბლოზე ანთებული 10-ქულიანი სხვაობა სწორედ, ბერიშვილის დიდი დამსახურება იყო. მეორე მეოთხედის მიწურულს მან, ორჯერ ზედიზედ ზუსტად ისროლა 3-ქულიანი და დინამოელები დიდ შესვენებაზე  ანგარიშით 40-30 გაიყვანა.



„მგზავრები" კარგად შეთამაშებული გუნდია და სუპერლიგაშიც მთელი სეზონის მანძილზე გამოირჩეოდა. ამიტომ ამ ფლეი-ოფის პირველი თამაში კარგი იყო. თუმცა, ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება", -აღნიშნა მიხეილ ბერიშვილმა.

მატჩის პირველი მეოთხედი „დინამომ" 16-9 მოიგო. თუმცა, მეორე მეოთხედის დასაწყისში „მგზავრებმა" ამ სხვაობის ჯერ  2 ქულამდე, 24-22 შემცირება მოახერს. შემდგე კი, კიდევ 1 ქულამდე შეამცირეს ანგარიში 24-21.  ეს ქულები „მგზავრების" მე-5 ნომრის, ანდრეა ბოუის სათვალავშია. სხვათა შორის, „მგზავრების" რიგებში დღეს, სწორედ ეს კალათბურთელი იყო ყველაზე გამორჩეული და თამაშის შემდეგაც, ის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა საკუთარი გუნდიდან. ბოუიმ 18 ქულა დააგროვა. ერთი ქულით ნაკლები 17 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა კახა ჯინჭარაძემ. თუმცა, ამ ორი კალათბურთელის აქტიურობა, არ აღმოჩნდა საკმარისი „მგზავრებს", დაცვაში, დინამოელთა კარგად ორგანიზებული თამაში დაეძლიათ.




შეიძლება ითქვას, ეს იყო ერთადერთი მომენტი დღევანდელ მატჩში, თუ არ ჩავთვლით, მესამე მეოთხედში 3 ქულამდე დაყვანილ სხვაობას, როდესაც „მგზავრებს" მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეეძლოთ. თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს. მესამე მეოთხედის შემდეგ კი „დინამო" უკვე 20 ქულით იგებდა შეხვედრას 69-49.  

ანგარიშის მიუხედავად, „მგზავრები", რომლებსაც 2017-2018 წლების სეზონსი სტარტზე პროგრამა მაქსიმუმი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ჰქონდათ მიზნად, ამ ამოცანის შესრულების შემდეგაც არ აპირებდა ½ ფინალურ ფლეი-ოფში „დინამოს" უბრძოლველად დაზავებულიყო.




„ის, რომ ასეთი ანგარიშით მოვიგეთ, ბევრს არ ნიშნავს. საკმაოდ რთული ფლეი-ოფის სერია გველის. მაგრამ ჩვენ ასეთი ფლეი-ოფების თამაშების კარგი გამოცდილება გვაქვს. გვითამაშია და ახლა შევეცდებით, ეს უპირატესობა საჩვენოდ გამოვიყენოთ", - ამბობს, მატჩის შემდეგ ირაკი ხოშტარია, თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.

სერიის პირველი მატჩის, ბოლო მეოთხედში კი ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მსაჯებმა, შეხვედრის  რამდენიმე მონაწილე ერთდროულად ტექნიკურით დააჯარიმეს. ინციდენტი, მატის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მოხდა. მაშინ, როდესაც „დინამო" 80-58-ს იგებდა, დინამოელ ლაველ ბოიდსა და მგზავრ გიორგი ქავთარაძეს შორის, ერთ-ერთ სათამაშო მომენტს შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც კინაღამ სხვა კალათბურთელებს შორის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. საქმეში, მწვრთნელებიც ჩაერივნენ და შედეგად, „მგზავრების"  მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა მატჩში მეორე ტექნიკური გაფრთხილება მიიღო და სათადარიგოთა სკამის დატოვება მოუხდა.



ამ მომენტის შემდეგ „დინამომ" ანგარიშის გაზრდა მხოლოდ 5 ქულით შესძლო, „მგზავრებმა" კი 16 ქულის დაგროვება მოახერხეს. თუმცა, აღასანიშნავია, რომ ბოლო წუთებში ირაკლი ხოშტარიამ მოედანიდან ძირითადი მოთამაშეები გაიყვანა და თამაშის საშუალება სკამის სხვა მოთამაშეებს მისცა.

საბოლოოდ „დინამომ" სერიის პირველი რაუნდი 85-74 (19-9 / 24-21 /  29-19 /  16-25)  მოიგო და 1-0 დაწინაურდა. დინამოელთაგან მიხეილ ბერიშვილის გარდა, 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა კიელ ტურპინმა 20 ქულა, ლაველ ბოიდმა 13 ქულა და ილია ლონდარიძემ მოახერხეს.

ამ გუნდების მორიგი, მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპირ სასახლეში, ხვალ 15 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.



და ბოლოს, კარგია და მივესალმებით როდესაც გუნდს მე-6 მოთამაშე ჰყავს დარბაზში. ეს არის ის, რაც ქართულ კალათბურთს სტიმულს მისცემს. თუმცა, ერთი გარემოება გასათვალისწინებელია. მატჩების უსაფრთხოების მიზნით, ყველა ტიპის დახურულ სივრცეში განსაკუთრებით, იკრძალება პეტარდების და ე.წ. კვამლის დანთება. მიუხედავად იმისა, რომ „მგზავრების" და თანაც VIP ტრიბუნაზე ლურჯ-წითელი კვამლი ვიზუალურად ფერად-ფერადი და ლამაზი იყო, დარბაზიდან მის გაყვანას მთელი მომდევნო თამაში დასჭირდა. იმედია, აღნიშნულ გარემოებას შეჯიბრის ორგანიზატორებიც გაითვალისწიებენ და ოლიმპიური სასახლის უსაფრთხოების თანამშრომლებიც. კონკრეტულ ფაქტს, კი მომავალი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ისევე, მიეცემა ადექვატური რეაგირება, როგორც ეს „ქუთაისის" შემთხვევაში, არაერთგზის მომხდარა.