ფლეი-ოფის წყვილები მომდევნო ტურში გაირკვევა
ფლეი-ოფის წყვილები მომდევნო ტურში გაირკვევა
12.05.2018
ავტორი:

მომდევნო ტურში, ფუტსალის ლიგის ფლეი-ოფის წყვილები გაირკვევა. გთავაზობთ, სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ტურის მიმოხილვას

***

სასტარტო დაპირისპირება ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მართვემ, სატურნირო ცხრილის ლიდერს, ტატიშვილს უმასპინძლა და მხოლოდ ერთი ტაიმი შეძლო წინააღმდეგობის გაწევა - 0:9 „მედიკოსების" სასარგებლოდ, რომლებსაც რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასასრულებლად დარჩენილ შეხვედრებში ერთი ქულაც ყოფნით.

XIX ტური 11 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბსუ-სა და აფხაზეთის დაპირისპირებით განახლდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ლოგიკური შედეგით, ფრედ 2:2 დასრულდა. აფხაზეთი კვლავ ერთადერთი გუნდია მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც მოგება არ აქვს.

დაგეგმილი, თუმცა არც თუ იოლი გამარჯვება მოიპოვა აგორამ, რომელმაც უმტივაციოდ დარჩენილ თბილისს მინიმალური სხვაობით 2:1 აჯობა. „ფინანსისტების" რიგებში თითო გატანილი გოლით გიორგი ჩიმაკაძე და ლაშა სიგუნავა გამოირჩნენ, საპასუხო გოლი ნუკრი წოწკოლაურის ანგარიშზე

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ნუკრი წოწკოლაური, თბილისი: „ ძალიან  რთული თამაში  იყო, ძლიერი მეტოქე  გვყავდა, აგორა  ძალიან  კარგი გუნდია. ყველაფერი  ჩავდეთ  ბიჭებმა  მაგრამ ვერ  მოვახერხეთ  შეხვედრის  მოგება,  გვქონდა  ბევრი  მომენტი  რომლის  რეალიზებაც  ვერ  შევძელით."

 ჯანო გიორგაია, აგორა: „თბილისი აუტსაიდერი  გუნდია, მართალია  ოთხეულში  ვერ მოხვდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ  დღეს   ძალიან  კარგად  ითამაშეს.   მიგვყავდა   თამაში,  თუმცა  მეტოქის  გოლმა    თამაში   ძალიან  დაძაბა. შემდეგ  ტურში  უკვე  გაირკვევა   ვის  შევხვდებით პლეი-ოფში, თუმცა  ვფიქრობ, რომ  1/2 ფინალში ყველა  გუნდს  თანაბარი  შანსები  აქვს."

ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს სტუ-თელასი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ. უაღრესად დაძაბული  შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მიუხედავად, ორივე გუნდის კარში დანიშნული ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმებისა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა - ავთანდილს ასათიანს მეკარემ აჯობა, ხოლო რაჰმან სარანს მიზანმა უმტყუნა.  „ენერგეტიკოსებმა" ანგარიში მეორე ნახევრის სტარტზევე გახსნეს - ნუკრი ჭუმბურიძის პასი არჩილ ბოკერიამ აქცია გოლად. 31-ე წუთზე, ჭუმბურიძემ შოთა თოფურიას პასით შეძლო გატანა. თელასის შვიდიანმა კიდევ ერთი გოლი 37-ე წუთზე შოთა ჭანუყვაძეს გაატანინა. „ზღვისპირელებს" მატჩის მიწურულს შეეძლოთ ანგარიშის სხვაობის შემცირება, თუმცა აბდულ რაჰმან სარანმა ამჯერად 6 მეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

 ნუკრი  ჭუმბურიძე, თელასი: " წინა  ორი  მატჩი დავმარცხდით  კოლხთან  და  დღევანდელი შეხვედრა  რევანში  იყო. ნელ-ნელა  შევდივართ  პლეი-ოფებისთვის  ფორმაში. ანგარიშს  რაც  შეეხება - 3:0 არ ასახავდა თამაშის  რეალურ  სურათს. ძალიან  დაძაბული  თამაში  იყო. ვეცადეთ მოგვეგო და მოხარულები ვართ აღნიშნული შედეგით. ვეცდებით, რომ რეგულარული ჩემპიონატი რაც შეიძლება  მეტი  ქულით დავასრულოთ."

გიორგი ჭოხონელიძე, კოლხი: "ვიცოდით  რომ რთული  მატჩი  იქნებოდა, ვემზადებოდით  დღვანდელი შეხვედრისთვის, ბევრი რამ  დავაკელით, ფორტუნაც  არ  იყო ჩვენს  მხარეს   და  ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა. თელასი ძლიერი გუნდია. დღევანელ შეხვედრას  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  არ  ჰქონდა. მეტოქემ  უფრო  მოინდომა და  სასურველ შედეგსაც  მიაღწია."

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა XVIII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, თბილისის ფეხბურთელი, ნუკრი წოწკოლაური გახდა.



08.05.2018. ფუტსალის ლიგა. XIX ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)  

მართვე (ქუთ) - ტატიშვილი 0:9 (0:1)

გოლები: 10:36' თოთლაძე (0:1), 23:01' მურცხვალაძე (0:2), 25:12' ზაგურსკასი (0:3), 26:28' თიბილაშვილი (0:4), 32:29' თოთლაძე (0:5), 33:17' ჯვარაშვილი (0:6), 34:35' სილაგავა (0:7), 38:08' სილაგავა (0:8), 39:34' სილაგავა (0:9)

 

11.05.2018. ფუტსალის ლიგა. XIX ტური (ოლიმპიური სასახლე)  

ბსუ (ბთ) - აფხაზეთი 2:2 (1:1)

გოლები: 03:16' ი.მამაგულაშვილი (0:1), 18:01' ნადარაია (1:1), 31:25' ბ.მამაგულაშვილი (1:2), 32:36' ჭილაია (ს.კ 2:2)

 

აგორა - თბილისი 2:1 (2:0)

გოლები: 08:15' ჩიმაკაძე (1:0), 08:27' სიგუნავა (2:0), 35:44' წოწკოლაური (2:1)


სტუ-თელასი - კოლხი-გულრიფში 3:0 (0:0)

გოლები: 20:45' ბოკერია (1:0), 30:38' ჭუმბურიძე (2:0), 36:18' თოფურია (3:0)

გაფრთხილება: 01:46' ჭანუყვაძე (თელ), 16:53' ღუდუშაური (კოლ), 18:20' თოფურია (თელ), 18:20' ცხომარია (კოლ), 18:20' ბოკერია (თელ), 20:38' ნაბათალიზადე (კოლ)

წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ტატიშვილი 46 ქულით კვლავ ლიდერობს სატურნირო ცხრილს, 41-41 ქულით მეორე-მესამე ადგილზე კოლხი და აგორა იმყოფებიან, ხოლო თელასი 40 ქულით მეოთხეა.

ბომბარდირები: ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე) - 29, გიგა დანელია (აგორა), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) - 25,  ლაშა სიგუნავა (აგორა), კახაბერ გოგოხია (აგორა) - 19

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია „SILK",„ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი „McGill", „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი", JAKO FM, „კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო"