„დინამო თბილისის“ ნახევარმცველს ოპერაცია ჩაუტარდა
„დინამო თბილისის“ ნახევარმცველს ოპერაცია ჩაუტარდა
18.04.2018
ავტორი:

 

საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" ახლაგაზრდა ნახევარმცველ გიორგი კუციას დღეს „მედი ქლაბში" ოპერაცია ჩაუტარდა. გიორგი კუციას მენისკი ამოკვეთეს. ფეხბურთელმა ტრავმა საჩხერის „ჩიხურასთან" ეროვნული ლიგის ტურის მატჩში მიიღო.

„ამ მომენტისთვის თავს ნორმალურად ვგრძნობ. 2-3 კვირაში რეაბილიტაციის პროცესს დავიწყებთ. სავარაუდოდ 3 თვეში იმედი მაქვს, რომ თამაშსსაც მოვახერხებ", - ამბობს გიორგი კუცია tsff.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისს", რომელიც მომდევნო ტურის შეხვედრას, 21 აპრილს გამართავს, ტრავმების გამო ამ მომენტში ვერ ეხმარებიან ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, ლუკა ლოჩოშვილი. ტრავმის შემდეგ სავარჯიშო პროცესს აქტიურად შეუდგა გუნდის მეკარე ოთო გოშაძე.