ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ნიცაში
ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ნიცაში
05.07.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დასრულდა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც  საქართველოს ნაკრებმა კვლავ წარმატებით იასპარეზა და ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.


ოქროს მედლები ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) და ნიკა კენჭაძემ (80 კგ) მოიპოვეს, დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.


მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მეოთხე ეტაპი საბერძნეთის ქალაქ კატერინში გაიმართება, სადაც უკვე იმყოფება ჩვენი ნაკრები გუნდი სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ლაშა ლომიძის და მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით.