მარია ალავიძე ევროპის 7 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა
მარია ალავიძე ევროპის 7 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა
04.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი მხატვრული (სინქრონული) მოცურავე ერთეულთა თანრიგში, მარია ალავიძე, ევროპის 7 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა. ინფორმაციას, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.


15 წლის ქართველ სპორტსმენზე ბევრი ინფორმაცია არ მოპიოვება, თუმცა, ზემოთხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, ესპანეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მხატვრულ ცურვაში იუნიორთა შორის, ქართველმა სპორტსმენმა წინა წელს ნაჩვენები შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა და 24 ქვეყანას შორის ასპარეზობა. მარია ალავიძემ, თავისუფალ სოლო პროგრამაში 80.50 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.


აღსანიშნავია რომ გასულ წელს, ევროპის ჩემპიონატზე მარია ალავიძემ მე-19-ე ადგილი დაიკავა.