დინამოელები 9 აპრილის მემორიალთან
დინამოელები 9 აპრილის მემორიალთან
09.04.2018
ავტორი:

საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის" ფეხბურთელები, „დინამოს აკადემიის" აღსაზრდელებთან და წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დატრალებული ტრაგედიის ადგილას და დაღუპულთა ხსნოვნის პატივსაცემად, დინამოელები ტრადიციულად ყოველწლიურად მიდიან. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო.

„დინამოს", ტრადიცია აქვს  მივიდეთ მემორიალთა და პატივი მივაგოთ თავისუფლებისთვის დაღუპულებს. 9 აპრილი. ჩვენთვის, ახლაგაზრდებისთვის ვინც მონაყოლით ვიცით, თუ რა ტრაგედია დატრიალდა აქ, რუსთაველზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ვინ არიან ეს ადამინაები და რამდენად დიდი დანაკლიასი მათი არყოფნა ჩვენვის, დღეს", - ამბობს დემეტრე ბულისკერია, „დინამო თბილისის" მეკარე.


29 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ელიტარულმა ნაწილებმა ნიჩბების, მხუთავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაახლოებით 10 ათას კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია უსასტიკესად დაარბიეს. 16 ადამიანი, ძირითადად ქალები ადგილზე დაიღუპა, 4 მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათგან სამი - ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე მხოლოდ 16 წლის იყვნენ. 25 წლის გია ქარსელაძე კი თბილისში კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ კაპიტანმა ლოხინმა მოკლა. სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, ათასობით კი მოიწამლა.