ქუთაისში თამაში გადაიდო, „ლანჩხუთი" კი ლიდერობს
ქუთაისში თამაში გადაიდო, „ლანჩხუთი" კი ლიდერობს
05.04.2018
ავტორი:

საქართველოს ქალთა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც 5 აპრილს ქუთაისში უნდა გამართულიყო საქართველოს მოქმედ ჩემპიონ, ადგილობრივ „მართვესა"და გათამაშების დებიუტანტ თბილისის „ნიკეს" შორის გადაიდო. მიზეზი, ეროვნული ლიგის იმერული „ტორპედოსა" და „სამტრედიას" შორის დერბი და ამის გამო, ქუთაისში არსებული მოედნების მოუცლელობა გახდა. ამ თანხვედრის გამო, ქალთა გუნდების საერთო გადაწყვეტილებით შეხვედრა სამომავლოდ გადაიდო და ის მოგვიანებით გაიმართება. თუმცა, თუ როდის შედგება მე-4 ტურამდე წაუგებლად მისული „მართვესა" და „ნიკეს" დაპირიპსირება ჯერ არაა ცნობილი.

ამ გადადებული მატჩის წყალობით, კი ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილსი ქსკ „ლანჩუთი" დაწინაურდა. მიუხედვად იმისა, რომ გურულებმა, მე-4 ტურის შეხვედრა თბილისის ქსკ „ნორჩ დინამოსთან" ფრედ, 0-0 ითამაშეს, მათ ტურის შემდეგ, 10 ქულის დაგროვება შესძლეს და გათამაშებას სათავეში ჩაუდგნენ. „ნიკეზე" ერთი ქულით ნაკლები აქვს „ნორჩ დინამოს" გოგონათა გუნდს, რომლებიც ახლა მე-3 საფეხურზე არიან. თბილისელთა თქმით, ლანჩხუთში თამაშისას, მათთვის მთავარ სირთულეს, არა მონწინააღმდეგე, არამედ, მინდვრის საფარი წარმოადგენდა. გასვლაზე ნაჩვენებ შედეგსაც ნორჩი დინამოელები ამით ხსნიან.


სქკ "ნორჩი დინამო"


პირველი მოგება ჩაიწერა აქტივში ბათუმის „დინამომ". აჭარული გუნდი, რომელსაც ქალთა ლიგის დაწყებამდე, საკლუბო პრობლემები ჰქონდა, როგორ სჩანს, ახერხებს სირთულეების დაძლევას და ჩემპიონატის სტარტზე განცდილი 2 მარცხის და ერთც ფრედ დასრულებული შეხვედრი შემდეგ, პირველი გამარჯვების მოპოვებასაც ახერხებს. ბათუმელებმა, ქალთა ჩემპიონატის დებიუტანტი, ხობის ქსკ „კოლხეთი" სახლში, 4-0 დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან გოლები, თაკო დოლიძემ, მარი კახიძე, თამარ ყურაშვილმა და დარინა ანთაძემ  გაიტანეს.




2-1 დასრულდა შეხვედრა ბორჯომში, სადაც ქსკ „ხაშური ივერია" „ჩხოროწყუს" დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ანგარში ხაშურელებმა გახსნეს. გოლი მატჩის პირველ ტაიმში, ივერიელთა კაპიტანმა ირმა ლომიძემ გაიტანა. ლომიძემვე მოახერხა ხაშურელთა 2 გოლით დაწინაურება მეორე ტაიმშიც. თუმცა,  „ჩხოროწუდან"  ანა სიჭინავამ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა.

მეორე მატჩია ჰეთ-თრიქის გარეშე არ გამოდის მოედნიდან „თბილისის თბილისის" ფეხბურთელი ანა კირვალიძე. ქსკ „გორი იუნაიტედში" გატანილი 3 გოლის წყალობით, კირვალიძეს, მიმდინარე ჩემპიონატში 6 გოლი დაუგროვდა და ის, ახლა ქუთაისელ სალომე გასვიანთან ერთად, ბომბარდირთა სიას ლოდერობს. თუმცა, „თბილისის თბილისიდან" ამ დღეს, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა 3 გოლის გატანა - მათი ავტორი თამარ ეპიტაშვილია.  დუბლი შეასრულა ამავე მატჩში, სალომე დიმოპულომ, ერთი გოლი კი ელენე რაუხის ანგარიშზეა. საბოლოოდ, „თბილისის თბილისმა" გორელებს 10 გოლი გაუტანა. აქედან, ერთი ქართლელებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს. თბილისელებმა კი ეს შეხვედრა 10-0 მოიგეს.

ქალთა ლიგის მომედვნო ტური 11 აპრილს გაიმართება.

გათამაშების სატურნირო ცხრილი   


მასალაში გამოყენებულია "ლანჩხუთის", "დინამო" ბათუმისა და "ნორჩი დინამოს" ფოტოები