ქართველი ყინულის ჰოკეისტები მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის მატჩებისთვის ემზადებიან
ქართველი ყინულის ჰოკეისტები მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის მატჩებისთვის ემზადებიან
05.04.2018
ავტორი:

საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები 14 აპრილს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება. მანამდე კი, ხვალ, 6 აპრილს, 19:30 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "ჩაოში" (მის: ზურაბ გორგილაძის ქუჩა №75), საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წარმომადგენელთა პრესკონფერენცია გაიმართება. თუმცა, მანამდე, ქართული მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ქართველ ჰოკეისტთა ვარჯიში გადაიღონ და ინტერვიუები ჩაწერონ ქართული რეალობისთვის, თითქოს უჩვეულო სახეობის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 3-13 აპრილის ჩათვლით  ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე შეკრებას გადის. ეროვნული ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის შეხვედრებისთვის ემზადება, რომელიც 16-22 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება.

ქართველი ჰოკეისტების მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე როლანდ სვანიძემ 23 ჰოკეისტს გამოიძახა. მეკარეები: კახა ამბროლავა (№1), ანდრეი ილიენკო (№20), მცველები: მიხეილ დავითაშვილი (№23), ამირან გეფერიძე  (№8), გიორგი  ჯეირანაშვილი (№3), არტიომ კურბატოვი (№6), დავით მინასიანი (№12), რევაზ ცომაია (№18); ფორვარდები: ვიტალი დუმბაძე (№7), გრიგორი ფილიმონოვი (№21), ზაზა ღონღაძე (№4),პაატა კავკასიძე (№5), სეიმონ ხარიზოვი (№2), არტიომ კოზიულინი (№19), ოლივერ ობოლგოგიანი (№16), დავით ოგანეზიანი (№22),  გია ოგანეზიანი (№9), მიხაილ შალუნოვი (№24), ივან  შვეცოვი (№17), დიმიტრი სმეტანინი (№25), ალექსანდრე ვასილჩენკო  (№13), ვედიაპინი თემურ (№15), ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი (№10); მწვრთნელის ასისტენტია გოჩა ჯეირანაშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, ჩვენი ნაკრები ბათუმის ყინულის სასახლეში (მის: ლადო ასათიანის ქუჩა №27) ვარჯიშობს.  საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია მედიის მოყვარულებს მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესების შემთხვევაში დაუიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე: +995 555 48 20 38.