სპორტფოტო 2021
სპორტფოტო 2021
26.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„სპორტფოტო",  2022 წლის  31 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში, უკვე მერვედ ჩატარდება.  ტრადიციული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიმართება, სტარტს თბილისიდან აიღებს და თავდაპირველად, ფაბრიკის საგამოფენო სივრცეში 2021 წლის სპორტულ შედეგებს, 140 ფოტო-კადრში შეაჯამებს.

პროექტმა, რომელმაც 2014 წლიდან თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა თბილისის სპორტულ ცხოვრებაში, ცდილობს, ამ სახით, სპორტული ფოტოგრაფებიც წაახალისოს და თავად სპორტსმენებიც. „სპორტფოტოს" მიზანია, განვლილი წლის მნიშვნელოვანი სპორტული ფოტო-მატიანეს შექმნა, სპორტული ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია და ამ სფეროში, ახალი თაობის მოზიდვა.


თბილისური ფოტო-გამოფენის ნაწილი ისევე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.


რაც შეეხება კატალოგს, რიგით მე-8 სპორტული ფოტო-ალმანახის გამოცემაში ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცამ გაგვიწიეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაწილეობით.


ტრადიციულად, პროექტი თემატურად, ოლიმპიური რგოლების პრინციპით იყოფა და შესაბამისი ჰაშტაგებითაც სათაურდება. 2021 იყო ის წელია, რომელიც საკმაოდ წარმატებული და ისტორიული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის, ოლიმპიელებისთვის. ამ რგოლისთვის ფოტოები საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვაწოდა.


გყვავს დებიუტანტები საავტორო რგოლში. თუმცა აქ, მთავარი ყურადრება ბევრი თაობის სპორტული ფოტოგრაფიის მასწავლებელს ბადრი კეთილაძეს ეძღვნება. 2021 წელი აღმოჩნდა ბოლო წელი, როდესაც ბადრი კეთილაძემ სპორტული მოვლენების აღბეჭვდა მოახერხა.


საერთო ჯამში, პროექტში სეოკ-ისა და ცალკეული ავტორების გარდა, ქართული და საერთაშორისო ფედერაციები (მათ შორის პირველად  ATP ტურისა და ISU-ის), ასევე  ქართული სპორტული კლუბების მიერ მოწოდებული ფოტოებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია ზეიდიზედ, პროექტში IJF-ია რამდენიმე ფოტოგრაფი მონაწილეობს, ამასთან ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, „სპორტფოტო 2021" საგანგებოდ დავამთხვიეთ, თბილისის გრან სლემს ძიუდოში, რომელზე სამუშაოდაც, „სპორტფოტოში" მონაწილე ავტორებიც იქნებიან ჩამოსულები.