საქართველომ ინგლისი 5-1 დაამარცხა
საქართველომ ინგლისი 5-1 დაამარცხა
04.04.2018
ავტორი:

ხვალ, 5 აპრილს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ინგლისის ნაკრებთან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. ამ გუნდების პირველი შეხვედრა კი დღეს გაიმართა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა, პირველ ამხანაგურ მატჩში, სადებიუტო გოლი შეხვედრის მეორე წუთზევე გაიტანა. 2018 წლის სანაკრებო გოლების ათვლა, ქართველმა-ბრაზილიელმა რონინიომ გახსნა, რომელიც დღეს იუბილარი იყო.

ქართველი გულშემატკივრის საყვარელი ნატურალიზებული რონინიოს გარდა ეროვნულ ნაკრებში სიახლეა. გუნდს, კიდევ 2 ნატურალიზებული ბრაზილიელი  დაემატა.  თალესმა და სიმი საიოტმა რომლებმაც  სერბეთისა და რუსეთის ეროვნულ  ჩემპიონატებში ასპარეზობენ, ინგლისის წინააღმდეგ მატჩში სადებიუტო გოლებიც გაიტანეს. აქედან, სიმი საიოტის ანგარიშზე დუბლია.  ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლდა. თუმცა, უდანაკარგოდ არც ქართველები იყვნენ. ინგლისთან მატჩი ქართველი მეკარეებიდან თორნიკე ბუკუამ დაიწყო. ზვიად კუპატაძემ კი, ამ მატჩამდე, მხოლოდ  ინდივიდუალურად ივარჯიშა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის საწყის ეტაპზე, 4 წუთში გატანილი 3 გოლის წყალობით, ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებს თავბრუ დაახვიეს და მატჩის სადავეების ხელში აღება მოახერხეს. საბოლოოდ, შეხვედრა ქართველა გამარჯვებით 5-1 დასრულდა. ნატურალიზებული სახმრეთამერიკელების გარდა, საქართელოს ნაკრებიდან გოლის გატანა არჩილ სებისკვერაძემაც მოახერხა.

აღნიშნული შეკრებისთვის, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს 15 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული. მათ შორის არიან მეკარეები: ზვიად კუპატაძე („ტტგ-იუგრა",რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია („სტუ-თელასი",თბილისი), თორნიკე ბუკია („ტატიშვილი", თბილისი), დავით კეფაშვილი („იმპერიალ ვეტ", რუმინეთი); წინა ხაზი: სიმი საიოტი („სიბირიაკი", რუსეთი), და მატა ფეიტოსა („ეკონომაცი", სერბეთი), კახა მაისაია („სტუ-თელასი", თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე („სტუ-თელასი", თბილისი), ლევან კობაიძე („აგორა", თბილისი), მურთაზ კაკაბაძე („ვალეტა",მალტა), გია ნიყვაშვილი („ვალეტა", მალტა), ირაკლი თოდუა („ლიდსელმაში", ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე („ლიდსელმაში",ბელარუსი), რონინიო და სილვა („ხერსონი", უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე („სვეიკი", მალტა), ვახტანგ კეკელია („ტატიშვილი", თბილისი).



„სავარჯიშოდ და იმისთვის, რომ მოვმზადებულიყავით კონკრეტული თამაშებისთვის ინგლისთან, ფაქტიურად 2 დღე გვქონდა. მეორე მატშჩი, მონაწილეობის შანსი მიეცემა სხვა ფეხბურთელებსაც. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, გამოჩნდა რაღაც-რაღცეები მწვრთნელებისთვის კარგი, იყო შეცდომებიც. ასე, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვექნება და ამ თამაშებით არაფერი არ წყდება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ინგლისთან შეხვედრაში, ქართველმა ფეხბურთელებმა შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს თამაში: ბუკია, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, სიმი საიოტი. სათადარიგოში კი ასათიანს დღეს კეფაშვილი, ჯამბურია, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, ჭუმბურიძე, კობაიძე, თოდუა, მაისაია, ნიყვაშვილი, კეკელია ჰყავდა.

„შედეგით, რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ. ინგლისის ნაკრები არ არის ის გუნდი, რომ გახვიდე და ადვილად მოუგო. უბრალოდ, ეს წარმატება ასე მარტივად ჩანდა იქიდან გამომდინარე, რომ საწყის წუთებში გავიტანეთ გოლები. კარგად შეეწყვნენ ჩვენს ნაკრებს ახალი ბრაზილიელები. მუშაობას გავაგრძელებთ. სწორი მიმართულებით მივდივართ. ალბათ, მწვრთნელიც შეაფასებს ამ თამაშს, მაგრამ პირველი თამაშის გადმოსახედიდან, შედეგით, კმაყოფილი ვარ", - ამბობს მურთაზ კაკაბაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფიტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ფლეო-ოფში იბრძოდა და სწორედ, ამ ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას. თუმცა, საქართველოს ნაკრები უკვე შეუდგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას. ინგლისთან სპარინგიც, სწორედ ამ ახალი შესარჩევი ციკლისთის მზადების დასაწყისია.