ახალი იმედებით, ახალი სპონსორებით, ახალი ფორმით, ახალი სლოგანით - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება
ახალი იმედებით, ახალი სპონსორებით, ახალი ფორმით, ახალი სლოგანით - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისთვის ემზადება
27.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

26 ფეხბურთელი სრული დატვირთვით, ორი - სოლომონ კვერკველია და მამუკა კობახიძე ინდივიდუალურად, საერთო ჯამში, ვილი სანიოლის გუნდმა შეკრების დაწყებიდან მეოთხე დღეს 28 კაცის შემადგენლობით ივარჯიშა.  თბილისური შეკრებებისთვის ტრადიციულად, ქართულმა გუნდმა სკ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყო ვარჯიში.

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)


დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც, სამხრეთ კორეის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობს, საკლუბო მატჩის შემდეგ გამოემგზავრება თბილისიში და გუნდს 29 მაისს შეუერთდება.


საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალ სანაკრებო ციკლს ბევრი სიახლით იწყებს, ტექნიკური სპონსორიდან დაწყებული, სფფ-ს ახალი გენერალური სპონსორით გაგძელებული, რომელიც სანაკრებო ცხოვრებაშიც ბევრი სიახლის საფუძველია, ახალი სიმბოლიკითა და იდენტობით, ახალი სლოგანით - #მევარსაქართველო და შესაბამისად, ახალი მოლოდინებით. ვინ ჩაანაცვლებს, სანაკრებო ფეხბურთიდან წასულ ნაკრების კაპიტნის პოციზიას და ვინ გახდება „საყრდენი"? ალბათ, ერთგვარად ესეც მორიგი სიახლეა, რომელსაც ქართველი ქომაგიც ელის და შესაბამისად, ნაკრებიც, რომელსაც ნელ-ნელა ტრავმირებული ფეხბურთელებიც უბრუნდებიან. მოახერხებს თუ არა, საკლუბო სეზონის ბოლოს, ვილი სანიოლის გუნდი შემჭიდროვებულ გრაფიკში, 4 შეხვედრის (2 სახლში, 2 გასვლა) ჩატარებას და იმ მაქსიმუმის მიღებას, რაც ერთა ლიგის ამ სეზონში წაგვადგება, სულ რაღაც 20 დღეში გაირკვევა.


აქვე გაცნობებთ, კიდევ ერთ სიახლეს. სფფ-ს გადაწყვეტილებით, ფეხბურთის გულშემატკივარს, ივნისის სანაკრებო მატჩებზე, აბონემენტის შეძენაც შეეძლებათ. ამ შემთხვავაში, აბონემენტის მფლობელს, ერთი კონკრეტული, პერსონალური ადგილი დაეთმობა ორივე თამაშზე (2 ივნისისა და 12 ივნისის მატჩზებზე).


რაც შეეხება ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, საქართველოსა  და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 2 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება, საქართველოს მთავარი საფეხბურთო სტადიონის სალაროებში, 28 მაისიდან დაიწყება. სფფ-ს ცნობით, სალაროები 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.


პარალელურ რეჟიმში, ბილეთების გაყიდვა ონლაინ, ტრადიციულად, საიტზე TKT.ge 24 მაისიდან მიმდინარეობს.  აქვე გაცნობებთ, რომ „დინამო არენაზე" ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი კარი (Gate), საიდანაც ბილეთის მფლობელი უნდა შევიდეს.


საქართველოს ნაკრების ყველა თამაში ერთა ლიგის 2022 წლის სეზონზე:

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45



სფფ-ს ფოტო