მე ვარ საქართველო! ყველა ინდივიდის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გაითავისოს!
მე ვარ საქართველო! ყველა ინდივიდის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გაითავისოს!
24.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მინიმალიზმი და გემოვნებიანობა, სახელმწიფო ჰერალდიკიდან გამომდინარე სიმბოლო, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების სიმბოლიკაშია გადმოტანანილი, საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებას გულისხმობს. ვინაიდან, „ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში", - თვლიან ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ-პლატფორის შემქმნელები, რომელიც სხვათა შორის,  დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში სიახლეა.


„თუ მე არ მივცემ მაგალითს, რომ მე ვაკეთებ ჩემს საუკეთესოს, ვერც სხვას მოვთხოვ ამას. თუ გუნდში თითოეული ინდივიდი ძლიერია და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, საბოლოოდ მთელი გუნდი წარმატებულია.ახალი ლოგოც სწორედ ამ იდეოლოგიას ატარებს - ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ყოველთვის ჩვენივე თავია. როცა წარმატების მიღწევა გვინდა, პირველ რიგში, ჩვენი თავი უნდა დავამარცხოთ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.



შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის პირველსახე (არქერტიპი) გმირია. შესაბამისად, თავში მოექცა ინდივიდი - პიროვნება, რომლის მიზანიც მუდმივად თვითგანვითარება უნდა იყოს. ინდივიდი, რომელიც თამამად იტყვის - „მე ვარ საქართველო", აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და არ შეეშინდება სირთულეების გადალახვის. სხვათა შორის, ევროვნული საფეხბურთო ნაკრების ბევრი მწვრთნელი, ხშირად, მიუხედავად საფეხბურთო ნიჭისა და ტალანტისა, გუნდში ასეთი ინდივიდების ნაკლებობაზე საუბრობდა.



„მთავარი შეცდომა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს ისაა, რომ მუდამ სხვაგან ვეძებდით და ვეძებთ პრობლემას. გვავიწყდება ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა - ვაკეთებ მე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს? არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არ უნდა გვეგონოს, რომ სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არამედ ჩვენვე უნდა ვიყოთ მუდამ ჩვენი შესაძლებლობის ზღვარზე და თუ თითოეული ჩვენგანი ამ იდეით გაერთიანდება, სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომ ჩვენ წარმატებას. ჩვენი ახალი ლოგო და სლოგანიც ამ ფილოსოფიას ატარებს - "მე ვარ საქართველო" - ვიაზრებ ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, იმას, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე", - აღნიშნა ლევან კობიაშვიმა.


ახალ სანაკრებო ციკლს, მას შემდეგ, რაც ეროვნული გუნდების ტექნიკური სპონსორი „მაკრონი" გახდა და ექსკლუზიური სათამაშო ეკიპირების საკითხიც დაანონსდა, დღეს, ქართული მედიის წინაშე, სასტუმრო „შერატონში", ახალი ბრედნის პრეზენტაცია შედგა. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა" იმუშავა.


განახდლა, ნაკრების სათამაშო ფორმებიც. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა, ეროვნული და ასაკობრივები, ფუტზალის ნაკრები ივნისიდან ახალი ფორმებით იასპარეზებენ. სანაკრებო ფორმების ტრადიციულ ფერებს, წითელსა და თეთრს, ახალი შავი ფერი დაემატა.



„მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი საკუთარი გუნდის გარდა, მიეკუთვნებოდეს ძლიერ ინსტიტუციას, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული, საქვეყნოდ ცნობადი მახასიათებლები აქვს. ფილოსოფიაც ხომ ჩვენს თავში არსებული ხმაა, რომელიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რა გვინდა და რა მიზნები გვაქვს, საით მივისწრაფვით. ფეხბურთელები იცვლებიან, თუმცა ბრენდის ღირებულებები და იდენტობ რჩება, ამიტომ, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მყარად დამკვიდრება სპორტის ინდუსტრიაში - მკაფიოდ განსაზღვრა, რა არის გუნდის ფასეულობები, საით აქვს გეზი აღებული, ა.შ.", - ამბობს ვილი სანილილი.


ახალი ფორმით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პირველ შეხვდრას 2 ივნისს, თბილისში, „დინამო არენაზე" გამართავს. ამ და კიდევ სამი სხვა შეხვედრისთვის, ჩვენი გუნდი დღეიდან, სწორედ „შერატონში" იწყებს შეკრებას. მანამდე, კი, დღეიდან, ახალი ბრენდის აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყო. იმედია, ახალი ლოგოთი, ახალ სანაკრებო ციკლში ქართული გუნდი წარმატებული იქნება.



და ბოლოს, ის რის გარეშეც ფეხბურთი წარმოუდგენელია - გულშემატკივარი.


 „გულშემატკივარმა უნდა იცოდეს სად მივდივართ და გამოგვყვება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გასული შედეგებით არ იყოს კმაყოფილი, მაგრამ თუ იცის, სად მივდივართ, რა არის ჩვენი ხედვა, ფილოსოფია და რის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ, გულშემატკივარი მოგვყვება და გამოგყვება აუცილებლად. ეს რეალურად, მართლა ასეა", - ამბობს კობიაშვილი.


ახალ ბრენდზე მუშაობისას, მე-12-ეც გათვალისწინებულია, თუმცა, თემას, სფფ-სა და „ვინდფორსის" წარმომადგენლები, ქართულ მედიასთან და ფეხბურთის გულშემატკივრათან სხვა შეხვედრების დროს „ჩაშლიან". დღეს, კი მთავარი პირველი გზავნილების ადრესატებამდე, საფეხბურთო საზოგადოებამდე წერტილოვნად მიტანა იყო აუცილებელი.