საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ახალი გამოწვევისთვის შეიკრიბა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ახალი გამოწვევისთვის შეიკრიბა
19.03.2018
ავტორი:

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები ახალი ტურნირებისთვის მზადებას შეუდგა. ვლადიმირ ვაისმა, 2018 წლის პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელს გამოუძახა. სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 19 მარტს, არასრული შემადგენლობით, პირველი ვარჯიში სკ „ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე უკვე ჩაატარა. წლის პირველ ვარჯიშზე ვაისის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო. დანარჩენი 6, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია და გიორგი მერებაშვილი ხვალ, 20 მარტს დაგეგმილ ვარჯიშზე შეუერთდებიან გუნდს.

მიმდინარე შეკრებაზე, ვლადიმირ ვაისმა შემდეგ შემადგენლობაზე შეაჩერა ყურადღება - მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი); მცველები: სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი),გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი);

მარტის შეკრების დროს, ეროვნული ნაკრები თბილისში, ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 24 მარტს, ქართველი ფეხბურთელები ლიტვის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან, 27 მარტს კი ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თამაშები, თბილისში, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" გაიმათება, 19:00 დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის შემოდგომიდან, საქართველოს ნაკრები უეფას ახალ პროექტში ჩაერთვება. "ერთა ლიგა", რომელშიც უეფა-ს 55 წევრი ქვეყანა 4 ე.წ. ლიგაში (თითოში 4 დამოუკიდებელი, ძირითადად 4-ადგილიანი ჯგუფია) არის გადანაწილებული და შიდა ტურნირების შემდეგ ჯგუფებში, დაწინაურება-გავარდნის პრინციპიც იმოქმედებს, საქართველო ბოლო, ე.წ. მე-4 ლიგის (D ჯგუფის)  I ჯგუფი მოხვდა სადაც ჩვენი ნაკრების მეტოქეები  ლატვია, ყაზახეთი, ანდორა იქნებიან.  „ერთა ლიგა" პარალელურად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლთან იქნება დაკავშირებული. ახალი ტურნირი, უბრალოდ, ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის დამატებით შესაძლებლობას მისცემს.