ფუტსალის ლიგის სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ჰყავს
ფუტსალის ლიგის სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ჰყავს
16.03.2018
ავტორი:

საქართველოს ფუტსალის ლიგის XIII ტურის შეხვედრები ორ დღეზე გადანაწილდა. უხვგოლიანი და დაძაბული დაპირისპირებების შემდეგ, ფუტსალის ლიგის სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ჰყავს.

სასტარტო დაპირისპირება 13 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ადგილობრივმა მართვემ, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი კოლხი-გულრიფში მიიღო და 7:13 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში ოთხი გატანილი გოლით ომით ნაბათალიზადე გამოირჩა, ჰეთ-თრიკია მისი თანამემამულის, ჰამედ ჰოსეინზადეს ანგარიშზე.

ტურის დარჩენილი შეხვედრები 16 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

სათამაშო დღემ სტარტი, აფხაზეთისა და თბილისის შეხვედრით აიღო. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება „დედაქალაქელების" გამარჯვებით 8:3 დასრულდა. გამარჯვებულებს ხუთი გატანილი გოლით კახაბერ გოგოხიამ ულიდერა.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

კახა  გოგოხია,  თბილისი: „ არ  იყო  მარტივი  შეხვედრა. მატჩის  პირველ   ნახევარში  ვერ შევძელით  ბევრი  საგოლე  მომენტის  რეალიზება,   თუმცა  გავიმარჯვეთ  და ანგარიშით  კმაყოფილი ვარ,   ჩემს  მიერ  გატანილ  გოლებზე  მნიშვნელოვანი  ანგარიშია. ძალიან  მცირე  შანსი  გვაქვს  ოთხეულში  მოხვედრის  მაგრამ  ბოლომდე  ვიბრძოლებთ,  დასაკარგი  არაფერი  გვაქვს."

წარმატებული სერია შეწყვიტა ბსუ-მ. „სტუდენტები" მიმდინარე ტურში ტატიშვილს დაუპირისპირდნენ და უმძიმეს ბრძოლაში 4:7 დამარცხდნენ. განსაკუთრებით საინტერესო მატჩის პირველი ნახევარი გამოდგა, როდესაც „მედიკოსების" ხუთ ბურთიანი უპირატესობიდან, პირველი ტაიმშივე თითქმის არაფერი დარჩა და შესვენებაზე გუნდები მინიმალური ჩამორჩენით გავიდნენ. მეორე ტაიმში ფავორიტმა უკეთესი ფიზიკური მომზადების და კლასის ხარჯზე კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო და დამსახურებული სამი ქულაც იზეიმა, რაც როგორც შემდგომ გაირკვა, სატურნირო ცხირლის სათავეში მოსაქცევად, საკმარისი აღმოჩნდა.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ამირან ასამბაძე, ბსუ: „ ჩვენი  მთავარი  მინუსი  საკადრო  პრობლემები  იყო, ძირითადის   ოთხი  ფეხბურთელი  გვაკლდა რაც თამაშზეც აისახა. ბიჭები ბოლოს ძალიან დავიღალეთ.  მაყურებელი ალბათ  კმაყოფილი დარჩა ამ თამაშითთ, რადგან 5:0-დან შეხვედარაში ანგარიში  5:4 გავხადეთ და ძალიან ცოტა დაგვაკლდა სასურველ შედეგამდე. ძალიან გართულდა ბრძოლა 4 ადგილისთვის,  მე  მინდა  დიდი  მადლობა  გადავუხადო  მეტოქეს  კარგი  თამაშისთვის,  ისევე  როგორც  ჩემს  გუნდს."

გიორგი  ლუკავა, ტატიშვილი: „ბსუ-სთან  გვქონდა  თამაშის  გამოცდილება  და  დავმარცხდით,  დღესაც  5:0 დან  5:4  გაგვიხადეს  ანგარიში   ეს  ყველაფერი  მეტყველებს  რომ  ჩვენი  დღევანდელი  მეტოქე  ნამდვილად  ძლიერი  გუნდია.  ალბათ  ამ კონკრეტულ  მომენტში  ჩვენც  მოვდუნდით,  თუმცა  მეორე  ტაიმში  გამოვედით  მობილიზებულები   და  მოვახერხეთ გამარჯვება,   ბურთს  ვიჭერდით   რამაც   ჩვენთვის  სასურველი ანგარიში  განაპირობა."

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი და გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, აგორა დაუპირისპირდნენ. „ენერგეტიკოსების" საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მატჩის ფავორიტად „ფინანსისტები" ითვლებოდნენ, თუმცა ასათიანის შეგირდებმა საოცარი თავდადების და მონდომების ხარჯზე, შეძლეს საჭირო სამი ქულის მოპოვება 7:4. ამ გამარჯვებით თელასი, პლეი-ოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, ბსუ-ს ექვსი ქულით დაშორდა და ოთხეულში ადგილი გაიმყარა. აგორას კი სეზონში მესამე მარცხი, ცხრილში პირველობის დათმობად დაუჯდა.


მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ავთანდილ  ასათიანი,  სტუ-თელასის  მოთამაშე - მწვრთნელი: " პირველ  რიგში  მინდა  ჩემს  ბიჭებს  ძალიან  დიდი  მადლობა   ვუთხრა,  რთულია  თამაში  მაშინ  როცა  სათადარიგოთა  სკამი არ  გყავს, ბიჭები დაღლილები  იყვნენ  პირველი ტაიმის  შემდეგ, ფეხები  ეკეცებოდათ, თუმცა მონდომების  ხარჯზე  მოვახერხეთ მოგება და ჰაერივით  საჭირო  სამი  ქულა  ავიღეთ. მაქსიმუმს  გავაკეთებ  რომ  ოთხეულში შევიდეთ, ტრავმების  მხრივ ძალიან  რთული  მდგომარეობა  გვაქვს, რაც  მალე  დაგვიბრუნდებიან  ბიჭები  უკეთესია,  იმედი  გვაქვს შოთა თოფურია პლეი-ოფებზე დაგვეხმარება,  გიორგი  სოზაშვილი  კი   სავარაუდოდ მესამე წრეში შემოგვიერთდება. მოხარულები ვიქნებით თუ გავძლიერდებით  და  მოთამაშეები  დაგვემატებიან,  სურვილი გვაქვს, ვმუშაობთ ამ თემაზე და  იმედია  გამოგვივა, თორე  თუ არ  გავძლიერდებით ისე  ძალიან  გაგვიჭირდება  პლეი-ოფში  გასვლაც კი."

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა XII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, კოლხი-გულრიფშის ფეხბურთელი, გოგლა ჭოხონელიძე გახდა.

13.03.2018.ფუტსალის ლიგა. XIII ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)  

მართვე (ქუთ) -  კოლხი-გულრიფში 7:13 (2:5)

გოლები: 02:08' ხაჭაპურიძე (1:0), 05:40' ალავერიქჰანი (1:1), 11:41' ნაბათალიზადე (1:2), 12:09' ნაბათალიზადე (1:3), 13:10' გოგსაძე (ს.კ 1:4), 15:22' ბერეჩიკიძე (2:4), 15:27' დარჩია (2:5), 20:11' ბერეჩიკიძე (3:5), 21:26' ნაბათალიზადე (3:6), 23:24' ალავერიქჰანი (3:7), 26:12' გოგსაძე (4:7), 26:46' დარჩია (4:8), 27:45' რეხვიაშვილი (4:9), 28:28' ხაჭაპურიძე (5:9), 32:56' ბერეჩიკიძე (6:9), 35:06' ნაბათალიზადე (6:10), 36:37' ჰოსეინზადე (6:11), 37:05' ჰოსეინზადე (6:12), 37:54' ჰოსეინზადე (6:13), 38:01' გორგოძე (7:3)

გაფრთხილება: 13:38' ჰოსეინზადე (კოლ)

 

16.03.2018.ფუტსალის ლიგა. XIII ტური (ოლიმპიური სასახლე)  

აფხაზეთი - თბილისი 3:8 (2:2)

გოლები: 09:04' მუმლაძე (1:0), 11:26' გოგოხია (1:1), 19:28' ს.ლომიძე (2:1), 19:41' გოგოხია (2:2), 22:01' გოგოხია (2:3), 22:15' კუხიანიძე (3:3), 24:42' კიკვაძე (3:4), 30:21' გოგოხია (3:5), 38:14' სანიკიძე (3:6), 38:47' ჯოხაძე (3:7), 39:14' გოგოხია (3:8)

გაფრთხილება: 23:10' კუხიანიძე (აფხ), 38:57' კვანტალიანი (თბ)

 

ბსუ (ბთ) - ტატიშვილი 4:7 (4:5)

გოლები: 07:12' ლუკავა (0:1), 08:17' სილაგავა (0:2), 12:48' ონიანი (0:3), 13:28' მურცხვალაძე (0:4), 13:45' ლუკავა (0:5), 14:08' ასამბაძე (1:5), 14:58' ჯალაღონია (2:5), 15:12' გაბუნია (3:5), 18:43' ასამბაძე (4:5), 31:14' თოთლაძე (4:6), 33:40' ლუკავა (4:7)

გაფრთხილება: 09:42' ლუკავა (ტატ), 18:43' ბუკია (ტატ), 18:43' ასამბაძე (ბსუ), 18:43' ბროლაძე (ბსუ), 24:13' კეკელია (ტატ), 27:44' ექიზაშვილი (ტატ), 31:02' მურცხვალაძე (ტატ)

 

სტუ-თელასი - აგორა 7:4 (4:2)

გოლები: 07:30' კობაიძე (0:1), 08:31' ასათიანი (1:1), 08:47' სიგუნავა (1:2), 10:29' ჯამბურია (2:2), 11:25' ჭუმბურიძე (3:2), 19:10' წვერავა (4:2), 28:21' დანელია (4:3), 29:19' ჩიმაკაძე (4:4), 32:56' წვერავა (5:4), 35:50' ასათიანი (6:4), 38:33' წვერავა (7:4)

გაფრთხილება:34:24' გეგეშიძე (თელ)

გაძევება: 17:46' ალი ასლანი (აგო)

ცამეტი ტურის შემდეგ, 30 ქულით სატურნირო ცხრილს ტატიშვილი ლიდერობს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება კოლხი, ხოლო მესამე ადგილზე ჩამოქვეითებულ აგორას 28 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს მეოთხე პოზციაზე მყოფ თელასს.


ბომბარდირები: კახაბერ გოგოხია (თბილისი), ჰამედ ჰოსეინზადე (კოლხი) - 18, გიგა დანელია (აგორა), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) - 17, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი), ლაშა სიგუნავა - 15

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია „SILK",„ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი „McGill", „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი", JAKO FM, „კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო"

 

მასალა მომზადებულია სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური