სტარტი, რომელშიც გუნდები „თამაშს“ ეძებენ
სტარტი, რომელშიც გუნდები „თამაშს“ ეძებენ
12.03.2018
ავტორი:

შაბათ-კვირას, ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების მეორე ტურის  დარჩენილ 4 მატჩში, გასული სეზონის პირველმა სამეულმა ითამაშა. პირველი ტურისგან განსხვავებით, რომელშიც 22 გოლი გავიდა, მეორე ტური გუნდებმა მხოლოდ 14 გოლის გატანა შესძლეს.

„რუსთავი" - „ტორპედო" 0-1 (0-1)  / თბილისი, „დავით პეტრიაშილის სახელობის არენა"

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, "რუსთავმა", რომელიც საკუთარ კედლებში დაბრუნებამდე, ყველა საშინაო მატჩს სწორედ ზემოთხსენებულ არენაზე გამართავს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონს,  ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა.

მატჩის ბედი სტუმართა მიერ მე-5 წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებული კუთხური, რუსთაველთა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა უხერხულად მოიგერია, ბურთი ხელიდან დაუვარდა. მეკარის საჯარიმო მოედანში კი ყველას, ქუთაისელთა  ნახევრმცველმა გიორგი კუხიანიძემ დაასწრო, ანგარიში გახსნა 0-1. კუხიანიძის გოლი, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ამ შეხვედრაში ერთადერთი  გოლი გაიტანა.



 „3 ქულა ავიღეთ და გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. გულდასაწყვეტია, რომ ბევრი მომენტი შევქმენით და  გოლი ვერ გავიტანეთ. ყოველი დამარცხების შემდეგ, ბიჭებისთვის რთულია  ფსიქოლოგიურად, მაგრამ სტარტზე მარცხის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ფსიქოლოგიურადაც და ისეც, ყველანაირად ძლიერები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მათ კიდევ უფრო მეტი შუძლიათ და თამაშიდან თამაშამდე, კიდევ მოუმატებენ" - ამბობს,  კახა ჩხეტიანი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.

გოლები მეტი აღარ გასულა, მაგრამ მატჩის მთავარმა არბიტრმა, ჯენერი ხორავამ ამ დღეს 4 ყვითელი ბარათი აჩვენა. აქედან, სამი მასპინძლებს, რუსთაველ ფეხბურთელებს არგუნა. მატჩის შემდეგ, მსაჯებზე ვლადიმერ გაზაევმაც ისაუბრა.

„პირველი ტაიმიდან დაწყებული, თუ იმ მომენტს არ ჩავთვლით, როდესაც გოლი გაგვიტანეს, პრაქტიკულად, მთელი თამაში, ვდომინირებდით და ვაკონტროლებიდით მინდვრის ყველა მონაკვეთს, მაგრამ ამან შედეგები არ გამოიღო. არის საკითხები მოსაგვარებელი შეტევის ხაზთან დაკავშირებით.  თუმცა, ფაქტია, რომ  გუნდი ყოველ თამაშზე უმატებს. განვმეორდები, რომ შეტევის ბოლო ნაწილში ცოტა მეტი აგრესია გვმართებს. და კიდევ, არასდროს არ ვლაპარაკობ მსაჯობაზე, მაგრამ არის ბევრი შეკითხვები კონკრეტული მატჩის მსაჯობასთან დაკავშირებითაც. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში მომხადრი მომენტი მაქვს მხედველობაში, ქუთაისის საჯარიმო მოედანში, რაც მოხდა", - ამბობს ვლადიმერ გაზაევი, „რუსთავის" მთავარი მწვრთნელი.  

რუსთაველთა კარში გასული გოლის შემდეგ, მატჩის მე-7 წუთზე, გაზაევმა ყურადღება მისი აზრით არდანიშნულ 11-მეტრიანზე გაამახვილა. ქვემოქართლის გუნდის მოთამაშეებიც და თავკაციც თვლიდნენ, რომ ტორპედოელმა დავით ხურცილავამ ხელით ითამაშა. (იხ. სტატისტიკა)


კიდევ ერთი უსიამვნო ინციდენტი მატჩის შემდეგ მოხდა. მაშინ, როდესაც „რუსთავის" ქომაგები მიკროავტობუსებით სტადიონის ტერიტორიას ტოვებდნენ, ქუთაისის ფან-სექტორის „ჯუნგლების" რამდნიმე წევრმა ისინი საჩხუბრად გამოწივია. ხელჩართულ ჩხუბს, რამდენიმე გულშემატკივრის ფიზიკური დაზიანება მოჰყვა. თუმცა, ფაქტი, ტრიბუნების მიღმა, ნეიტრალურ ზონაში მოხდა და ამდენად, გახდება თუ არა ეს შემთვევა, სადისციპლინო კომიტეტის კიდევ ერთი განსჯის საგანი, უახლოეს ხანში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გათამაშების 2017 წლის სეზონზე, ქუთაისელი ქომაგები, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, „ლოკომოტივთან" ჩადენილის გამო 30000 ლარით და სხვა, მათ შორის, პირობითი სანქციებით დაჯარიმდნენ. სეზონის ბოლო მატჩში, ასევე თბილისში, „დინამო არენაზე" მოწყობილი დებოშის გამო, რომლის დროსაც უეფას სუპერთასისთვის დამონტაჟებილი 264 ინდივიდუალური სკამი დაიმტვრა,  5000 ლარით და რამდენიმე მატჩში, უმაყურებლოდ ჩატარებით დასაჯეს. თუმცა, ახალი სეზონის დაწყების წინ, სფფ-მ მხედველობაში მიიღო, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ქუთაისის „ტორპედოს" არააგრესიული ქომაგების სურვილი, ცოცხლად ენახათ საკუთარი გუნდის სასტარტო მატჩი. ამიტომ „ჯუნგლებს" სანქცია გადაუვადდა და „დილასთან" პირველი წრის შეხვედრის მაგივრად, „ტორპედო", მესამე წრის შეხვედრას, „რამაზ შენგელიაზე", ასევე „დილას" წინააღმდეგ, უმაყურებლოდ ჩატარებს.



„კოლხეთი 1913" -  „საბურთალო" 1-4 (1-0) / ზესტაფონო, „დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი"

უახლოესი ტურის ჩატარება, სავარაუდოდ მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს ფოთის „კოლხეთი 1913"-ს. ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის ორ ჩატარებულ მატჩში აღებული 0 ქულის შემდეგ, ფოთელთა კლუბის ხელმძღვანელობამ, როგორ სჩანს, მწვრთნელის შეცვლა მანამდე გადაწყვიტა, ვიდრე, გუნდი შარშანდელივით გადათამაშების ზღვართან „თამაშს" დაიწყებდა. თუ ვის დანიშნავენ რუსი ეროვნების კონსტანტინე გალკინის ნაცვლად, ამ ეტაპზე არ სახელდება. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „კოლხეთის" სავარაუდო მწვრთნელის ვინაობა, კლუბის ხელმძრვანელობას კარგა ხანია შერჩეული ჰყავს.

მეორე ტურის შეხვედრის პირველი ტაიმი კი გალკინის მეთვალყურეობით „კოლხეთმა" მოიგო. „დავით აბაშიძეზე", მცირე, მაგრამ საფეხბურთო მატჩის ხილვას მონატრებულმა მაყურებლმა პირველი გოლი სწორედ ფოთელთა შესრულებით იხილა. შეხვედრის მე-20 წუთზე, კოლხების გუნდი ლაშა გოგონაიამ დააწინაურა, 11-მეტრიანით.

შეხვედრის მეორე ტაიმი უხვგოლიანი და უხეში გამოდგა. თუ ამ დღეს, 5 გოლიდან 4 სტუმრებმა, „საბურთალოს" ფეხბურთელებმა გაიტანეს, ფოთელებს შეხვედრის არბიტრის დავით ხარიტონაშვილის მიერ ნაჩვენები 5 ყვითელი ბარათიდან, 4 ერგოთ... ალბათ, „კოლხეთი 1913"-სა და „საბურთალოს" შორის, ამ ციფრთა კომბინაციით - 5/5-ზე თუ იყო თანაფარდობა, თორემ მატჩის მეორე ტაიმში, „საბურთალომ" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა.  47-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ, ანგარიში თორნიკე გორგიაშვილმა გაათანაბრა. კიდევ 7 წუთში, უკვე თავად საბურთალოელთა მე-10 ნომერმა, გიორგი კოხრეიძემ, საკუთარი კლუბი წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე, ანგარიში 3-მდე გაზარდა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა დაცვის ხაზის მოთამაშემ გიორგი რეხვიაშვილმა. მატჩის მიწურულს კი, საბოლოო ანგარიში, ასევე შეცვლაზე შემოსულმა დიმიტრი ტატანაშვილმა დააფიქსირა. (იხ. სტატისტიკა).


„ლოკომოტივი" - „დინამო" 1-4 (1-2) / თბილისი, „მიხეილ მესხი 2"

თბილისური დერბი, უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა. თუკი მატჩის საწყის ეტაპზე მასპინძლები, „ლოკომოტივის" ფეხბურთელები, სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, დროის ამ მონაკვეთში თითქმის, ყველა კომპონენტში დაჩაგრეს, პირვველი ტაიმის შუაწელიდან, სურათი რადიკალურად შეიცვალა.

თუმცა, მანამდე მატჩის 21-ე წუთზე, ლოკომოტიველმა თეიმურაზ შონიამ, შორი მანძილიდან, „დინამოს" კარის აღება მოახერხა. დინამაოელებს, გაშვებული გოლის შემდეგ, გონზე მოსასვლელად 8-9 წუთი დასჭირდათ. ამასობაში, დინამოელთა თავკაცმა პირველი ცვლილებაც გააკეთა. 30-ე წუთზე, უკრაინელი ლეგიონერის დმიტრო ივანისენიას ნაცვლად გიორგი კუცია გამოუშვა. ამ მომენტიდან, 10-11 წუთის მანძილზე უკვე „დინამომ" დაიწყო რევაზ თევდორაძის აქტიურად შეწუხება. ჯერ მარჯვენა ფრთიდან, აკაკი შულაიას ჩაწოდებულ ბურთს, ბოლო მომენტში ბუდუ ზივზივაძე ვერ შეწვდა. შემდეგ, ლაშა თოთაძის ძლიერად დარტყმული საჯარიმო, რევაზ თევდორაძემ მოიგერია. გიორგი ივანიშვილის ჩაწოდებულს კი, დინამოელთა კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა არასწორი მიმართულება მისცა.

„დღევანდელ თამაშში, უფრო შედეგზე ვიყავით ორიენტირებული. პირველი 20 წუთი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან არ იყო „ფეხბურთი". „ლოკომოტივმა" პირნათლად გვაჯობა. გავაკეთე ცვლილება, რომელმაც, ვფიქრობ, რომ გაამართლა. მოგვიანებით, თამაშის ტაქტიკაც გამოვასწორეთ და ეს თამაშზეც აისახა. შესაბამისად, პირველი ტაიმიც მოვიგეთ და საბოლოოდ მატჩიც", - ამბობს კახი კაჭარავა, მატჩის დასრულების შემდეგ.


დინამოელთა გარჯამ, პირველი ტაიმის ამ მონაკვეთში, შედეგი მე-40 წუთზე გამოიღო. მარჯვენა ფლანგიდან აკაკი შულაიას, მორიგი გამწვავების შემდეგ, ბურთი კიტეიშვილს მიუვიდა, რომელმაც შორი მანძილიდან ანგარიშს გათანაბრება მოახერხა 1-1. მომდევნო გოლი, დინამოელებმა 4 წუთში გაიტანეს. „დინამოს" მაისურით 44-ე წუთზე, სადებიუტო გოლი, გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ, „დინამო" 1-2 დაწინაურდა.

„ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. პირველ რიგში, საჭიროა სწორი ანალიზი. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ ერთი რამ, რომ სათამაშო დისციპლინა არის უმნიშვნელოვანესი და ეს არის პრინციპი, რომელიც არასდროს უნდა დაირღვას", - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.

რამდენად მოახერხებს ჭაღიაშვილის გუნდი, უმოკლეს ვადებში, სათამაშო დისციპლინის „დალაგებას", მითუმეტეს, რომ ლოკოს, მომდევნო შეხვედრა „ტორპედოსთან" აქვს გასვლაზე, რთული სათქმელია. თბილისური დერბის მეორე ნახევარი კი, აკაკი შულაიას სახიფათო თავურით დაიწყო. ბურთი სანტიმეტრებში აცდა მასპინძლეთა კარს. თუმცა, მალე, 53-ე წუთზე შულაიამ, ბუდუ ზივზივაძის გადაცემის შემდეგ, მორიგი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და დინამოელთა სასარგებლოდ, ანგარიში სამამდე გაზარდა 1-3. 


„ხარისიხი, ვერ იყო ისეთი, როგორსაც ვისურვებდი. ახალი გუნდია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთეილია. არის შეცდომები, რომლებიც ნელ-ნელა უნდა გამოვასწოროთ. სეზონი ახალი დაწყებულია. გუნდები, ვერ არიან ოპტიმალურ ფორმაში. მე მჯერა, რომ ჩემს ფეხბურთელებს უფრო მეტი შეუძლიათ" - ამბობს კახი კაჭარავა.

რიგით 48-ე თბილისურ დერბიში, რომელიც დინამოელთათვის საიუბილეოც აღმოჩნდა, ფინალური წერტილი, 83-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა დაუსვა 1-4. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის 30 წლიან ისტორიაში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ამ დღეს, მეცხრაასე მატჩი ჩაატარა. ეროვნული ჩემპიონატის საიუბილეო გათამაშებაში, წარუმატებელი სტარტის შემდეგ პირველი გამარჯვება და 3 ქულა ჩაიწერა. (იხ. სტატისტიკა).


„სამტრედია" - „სიონი"  0-1 (0-0) /  თბილისი, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი"

მეორე ტაიმის დასაწყისში, გამოცდილი ბოლნისელის ჯაბა დვალის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა „სამტრედიისა" და „სიონის" დაპირისპირებაში. საკმაოდ დაძაბული, თუმცა, სანახაობას მოკლებლი თამაშდან, მხოლოდ რამდენიმე მომენტი თუ დაგვამახსოვრდა. პირველი - სამტრედიელთა დაშავებული ლეგიონერი თავდამსხმელი, მაიკლ ოლაიტანი, რომელმაც უწყინარ სათამაშო ვითრებაში ფეხი მოიტეხა და სავარაუდოდ, კარგა ხანი გუნდს დააკლდება.


მეორე - სამტრედიელთა მეკარის ომარ მიგინეიშვილის საოცარი რექაცია, შეხვედრის პირველ ტაიმში, როდესაც, იმავე დვალის მიერ, ახლო მანძილიდან დარტმული, კუთხურზე მოიგერია.

მესამე - „სიონის" მეკარის მიხეილ მუჯრიშვილის თავდადებული თამაში მთელი მატჩის მანძილზე. პირველი ტაიმის 21-ე წუთზე ოლაიტანის დარტმული, მუჯრიშვილმა ბოლო მომენტში, ნახტომში, ფეხით მოიგერია. მეორე ტაიმში 11-მეტრიანი აიღო, თუმცა, ეს ამ ფეხბურთელის მხოლოდ 2 მომენტია, მთელი თამაშიდან.  (იხ. სტატისტიკა)

მეოთხე - რაც წესით, უნდა დაგვამხსოვრებოდა, მაგრამ იმის, გამო, რომ მატჩის მასპინძელი, „სამტრედიის" პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა, დროულად ვერ მოგვაწოდეს თამაშზე დასასწრები აკრედიტაციები, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა „სამტრედიის" კიდევ ერთი ლეგიონერის, ანტე გი-ს დაჯილდოების მოკრძალებული ცერემონია.

მატჩის დაწყებმადე, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, კოტ-დივუარელი ნახევარმცველი, გი, 2017 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო უცხოელი მოთამაშის პრიზით დააჯოლდოვა.


***

ეროვნული ლიგის მე-3 ტური 16, 17 და 18 მარტს გაიმართება. ამ ტურის დასრულებამდე კი სატურნირო ცხრილს, 2 თამაშიდან 2 მოგებით „საბურთალო" უდგას სათავეში.