ოთხეულისთვის ბრძოლაში ბსუ ჩაერთო
ოთხეულისთვის ბრძოლაში ბსუ ჩაერთო
10.03.2018
ავტორი:


9 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის XII ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.  უხვგოლიანი სათამაშო დღე, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ცენტრალური დაპირისპირებით დასრულდა.

დღის პირველ შეხვედრაში, ერთმანეთის პირისპირ ბსუ და აფხაზეთი წარსდგნენ. ბოლო პერიოდში ბათუმლეთა წარმატებული სერიის ლოგიკური გაგრძელება აღმოჩნდა აღნიშნული დაპირისპირებაც, რომელშიც „სტუდენტებმა" 11:4 სძლიეს მეტოქე და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს. ამ გამარჯვების შემდეგ, „შავიზღვისპირელები" მეოთხე ადგილს სამი ქულით ჩამორჩებიან და უახლოეს ორი პრინციპულ დაპირისპირებაში გამოჩნდება, რამდენად რეალურია პლეი-ოფში მოხვედრის „რეალობად ქცეული შანსი".

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

დავით ჯალაღონია, ბსუ: „გავიმარჯვეთ  აფხაზეთთან  რაც ძალიან  მნიშნელოვანი  იყო, წინ გვაქვს შემდეგი ორი მატჩი, რომელსაც  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  ჩვენი  გუნდისთვის და  შეიძლება  ითქვას, რომ  ეს  თამაშები  განსაზღვრავს  ჩვენი  გუნდის ოთხეულში  მოხვედრას. წინ  კიდევ სრული მესამე  წრეა  იმედი  გვაქვს  გაგვიმართლებს.  ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ  პლეი-ოფში  ვიბრძოლოთ. წინა  თამაში  მოვუგეთ  ტატიშვილს,  შანსი  გვაქვს.  თუ  ვიბრძოლებთ  აუცილებლად  გავიმარჯვებთ  მიუხედავად  იმისა რომ ძლიერი  გუნდია."

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა ტატიშვილმაც, რომელმაც ქუთაისის მართვეს 7:2 სძლია და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ალექსანდრე  ძაბირაძე, ტატიშვილის  მთავარი  მწვრთნელი: "მართალია მართვე სატურნირო  ცხრილის ქვედა ეშელონშია, თუმცა  მარტივი  თამაში  არ  ყოფილა,  ჩვენთვის  ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს, რადგან პლეი-ოფში გასვლა გვინდა. ერთ თვეში  დაგვემატება ვახტანგ ჯვარაშვილი, რომელიც დიდი ძალაა გუნდისთვის და ამ შემადგენლობით  დავამთავრებთ  საბოლოოდ  ჩემპიონატს. "

დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა აგორამ, რომელმაც თბილისი დაამარცხა 13:5. დაპირისპირება პირად ბენეფისად იქცია ლაშა სიგუნავამ, რომელმაც პირველმა  შეძლო  მიმდინარე  სეზონში, ერთ მატში 6 გოლის (!!!)  გატანა. ჰეთრიკი „ფინანსისტთა" რიგებში დავით  ბობოხიძემ  შეასრულა. ერთადერთი ღირეებული კი  რაც აღნიშნულ შეხვედრაში  "დედაქალაქელებმა"  შექმნეს,  გიორგი  კვანტალიანის  საოცარი გოლი  იყო.   

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ლაშა სიგუნავა, აგორა: " ჩვენი  გუნდის  თამაშის  ხარისხითაც  და  შედეგითაც  კმაყოფილები  დავრჩით. ისეთი  დაძაბული თამაში  არ  გამოვიდა  როგორსაც  ველოდით  და  ეს  მეტოქის  დამსახურებაა. ჩემპიონატის  ნახევარზე  მეტი  გავიდა  და   გუნდების  რეალური  ძალა  ნელ-ნელა  გამოჩნდა.    რაც შეეხება ჩემს  დღევანდელ  თამაშს,   და  ზოგადად  ბომბარდირთა  დავას, ლიდერობს ჩვენი  გუნდიდან გიგა  დანელია, ჩვენ მას  დავეხმარებით, თუმცა ჩემი აზრით  დიდი  მნიშვნელობა   არ  აქვს  ვინ გაიტანს გოლს, მთავარია გავიმარჯვოთ.

ტრადიციულად გაამართლა გულშემატკივრის იმედები ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და სტუ-თელასი დაუპირისპირდნენ. ჩემპიონი კვლავ საკადრო პრობლემებით შეხვდა პრინციპულ დაპირისპირებას. ანგარიში  „ენერგეტიკოსებმა" გახსნეს  - მერვე წუთზე, ავთანდილ ასათიანმა უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით დააწინაურა თავისიანები, თუმცა მალევე გოგლა ჭოხონელიძემ „დუბლით" წინ გაიყვანა კოლხი. ორივე შემთხვევაში მას ასისტენტობა ჰამედ ჰოსეინზადემ გაუწია. მეორე ნახევრის სტარტზე, „კოლხებმა" ორამდე გაზარდეს სხვაობა - თავი ამჯერად თავად ჰოსეინზადემ გამოიჩინა. ერთადერთი რაც თელასის ფეხბურთელებმა მოახერხეს, 24-ე წუთზე კახა მაისაიას გოლია. აღსანიშნავია, რომ ასათიანის შეგირდებს მატჩის მიწურულს გოლის გატანის სამი 100% შანსი მიეცათ და სამივე შემთხვევაში კარლო წვერავამ ბურთი ძელს გაარტყა. საბოლოოდ 3:2 კოლხის სასარგებლოდ. ამ მოგებით „ზღვისპირელებმა" 26 ქულა დააგროვეს, და ოთხი ქულით გაუსწრეს უახლოეს მდევარს, სტუ-თელასს, რომელსაც თავის მხრივ ოთხეულისთვის ბრძოლაში რეალური კონკურენტი გამოუჩნდა ბსუ-ს სახით.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

კახა მაისაია, თელასი: "დაძაბული  თამაში  იყო, ეს  იყო  შეხვედრა, რომელშიც  მაყურებელი  ნამდვილად  ისიამოვნებდა.  დღეს  საფეხბურთო  ფორტუნა  არ აღმოჩნდა  ჩვენი  გუნდის  მხარეს, იყო ძალიან  ბევრი  შანსი  რაც   ვერ  გამოვიყენეთ  და   ეს  ჩვენთვის  ძალიან რთულია.  წინ   მნიშვნელოვანი  თამაშებია , გვაქვს  დანაკლისი,  თუმცა  ჩვენი  გუნდი  აუცილებლად  იტყვის  სათქმელს  ჩემპიონატში. ასევე  მინდა  გამოვყო  ბსუ,  რომელიც  ძალიან  მოგვიახლოვდა  სატურნირო  ცხრილში, თითქმის  ყველა  გუნდთან  თანაბარი  თამაშებია, ღირსეული გაიმარჯვებს და  ვიმედოვნებ  რომ ეს  ღირსეული  ჩვენ  ვიქნებით."

 გიორგი ჭოხონელიძე, კოლხი: "ჩვენი  გუნდი  თამაშობს  ძალიან  კარგად  და  ეს  გუნდურობა  სახეზეა. მოვემზადეთ  დღევანდელი შეხვედრისთვის, რადგან  ვიცოდით რომ  დაძაბული თამაში  იქნებოდა, თელასი კარგი გუნდია, თუმცა  საფეხბურთო  იღბალი  დღეს  ჩვენს  მხარეს  აღმოჩნდა.  ამ  მოგებით  კი  კოლხმა  დიდი ნაბიჯი  გადადგა ოთხეულში  მოსახვედრად.  წინ  კიდევ ერთი წრეა და  ყველაფერი წინ არის." 

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა XI ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, მართვეს ფეხბურთელი, ოთარ ბერეჩიკიძე გახდა.

 

09.03.2018.ფუტსალის ლიგა.XII ტური (ოლიმპიური სასახლე)  

აფხაზეთი - ბსუ (ბთ) 4:11 (1:5)

გოლები: 02:04' მუმლაძე (1:0), 06:04' ნადარაია (1:1), 11:31' ნინიძე (1:2), 13:46' გაბუნია (1:3), 14:59' ნადარაია (1:4), 16:57' ბროლაძე (1:5), 21:39' ი.მამაგულაშვილი (2:5), 22:00' ნინიძე (2:6), 22:21' ბროლაძე (2:7), 27:07' ცეცხლაძე (2:8), 27:19' ნადარაია (2:9), 29:03' ს.ლომიძე (3:9), 32:29' მუმლაძე (4:9), 34:40' ნადარაია (4:10), 38:51' ნინიძე (4:11)

გაფრთხილება: 11:58' ნინიძე (ბსუ)

 

ტატიშვილი - მართვე (ქუთ) 7:2 (4:0)

გოლები: 11:40' თოთლაძე (1:0), 15:51' ექიზაშვილი (2:0), 17:26' მურცხვალაძე (3:0), 19:06' სილაგავა (4:0), 23:15' გოგსაძე (4:1), 23:40' სილაგავა (5:1), 24:31' ბერეჩიკიძე (5:2), 29:47' ლომაძე (6:2), 38:36' ჩერნიშოვი (7:2)

გაფრთხილება: 32:42' გოგსაძე (მარ), 33:17' ჩერნიშოვი (ტატ)

 

თბილისი - აგორა 5:13 (1:5)

გოლები: 07:09' სიგუნავა (0:1), 09:35' გოგოხია (1:1), 11:54' სიგუნავა (1:2), 12:10' სიგუნავა (1:3), 18:52' სიგუნავა (1:4), 19:27' დანელია (1:5), 22:02' გიორგაია (1:6), 24:50' კუხალეიშვილი (2:6), 27:19' ბობოხიძე (2:7), 29:55' კვანტალიანი (3:7), 32:19' სიგუნავა (3:8), 33:55' კვანტალიანი (4:8), 34:28' სიგუნავა (4:9), 35:26' ბობოხიძე (4:10), 37:01' კუხალეიშვილი (5:10), 38:17' ლეჟავა (5:11), 38:53' ბობოხიძე (5:12), 40:00' სანიკიძე (ს.კ 5:13)

 

კოლხი-გულრიფში - სტუ-თელასი 3:2 (2:1)

გოლები: 07:10' ასათიანი (0:1), 13:01' ჭოხონელიძე (1:1), 15:43' ჭოხონელიძე (2:1), 22:38' ჰოსეინზადე (3:1), 24:00' მაისაია (3:2)

 

ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) - 16, ჰამედ ჰოსეინზადე (კოლხი) - 15, ამირან ცხომარია (კოლხი), ლაშა სიგუნავა - 14

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია „SILK",„ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი „McGill", „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი", JAKO FM, „კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო"

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური