კიტეიშვილის დუბლი თბილისურ დერბიში
კიტეიშვილის დუბლი თბილისურ დერბიში
11.03.2018
ავტორი:

„დინამო თბილისმა" დღეს, ეროვნილი ლიგის მეორე ტურში, თბილისურ გასვლით მატჩზე „ლოკომოტივთან", რომელიც „მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართა, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი 3 ქულა ჩაიწერა და სატურნური ცხრილში, ჯერ-ჯერობით მე-4 საფეხურს იკავებს.

„პირველ თამაშში განცდილი მარცხის შემდეგ, აუცილებეი იყო რეაბილიტაცია და 3 ქულის მოპოვება. ანგარიშის მიუხედავად, ჩვენთვის „ლოკომოტივთან" მატჩი, ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში, მეტოქემ, ჩვენს კართან უფრო მეტი მომენტი შექმა და შეიძლება ითქვას, პირველ 20-30 წუთში გვაჯობეს. თუმცა, მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება და ერთი გაშვებული გოლის შემდეგ, ოთხი გავიტანეთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.


დინამოელთა შორის, თბილისურ დერბიში, გოლების სათვალავი ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. „დინამო თბილისის" კაპიტანი, ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების პირველი ტურის მსგავსად, დღესაც, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.  

პროგრესს აუცილებლად გავაგრძელებთ და იმედია, მომდევნო თამაშებს ფორმაში შევხდებით. წინა შეხვედრასთან შედარებით, დღეს, ჩვენს თამაშს ალბათ, უფრო მეტი აგრესია და უფრო მეტი მონდომება დავამატეთ. მწვრთნელის მითითებები ზუსტად შევასრულეთ. შედეგმაც არ დააყოვნა", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

2018 წლისა და ეროვნული ლიგის გათამაშების პირველ თბილისურ დერბიში, რომელიც დღეს, მიხეილ მესხის 2-ზე „ლოკომოტივსა" და „დინამო თბილისს" შორის გაიმართა, ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს. დინამოელებმა წონასწორობის აღდგენა, მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოახერხეს. 44-ე წუთზე „დინამო" წინ გიორგი ივანიშვილმა გაიყვანა, 1-2. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, დინამოელებმა „ლოკომოტივის" კარზე იერიშები მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაიწყეს. 9 წუთში, აკაკი შულაიამ მესამე გოლი გაიტანა. მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, 83-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა. მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისმა" პირველი გამარჯვება, ანგარიშით 1-4 და სატურნირო ცხრილში 3 ქულა ჩაიწერა.

„დინამო თბილისი" მომდევნო, მესამე ტურის მატჩს, 16 მარტს, 17:00 „დინამო არენაზე", „სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს.