კლიპერსთან მითვლილი 17 ქულით ბითაძემ ნბა-ში კარიერის რეკორდი დაამყარა
კლიპერსთან მითვლილი 17 ქულით ბითაძემ ნბა-ში კარიერის რეკორდი დაამყარა
18.01.2022
ავტორი: ი.პ.

გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ინდიანელები აღმოსავლეთ კონფერენციის მძლავრ წარმომადგენელ "კლიპერსს" ლოს ანჯელესში შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 133:139 წააგეს.


რიკ კარლაილის გუნდს ამ შეხვედრაში ძირითადი ცენტრი, მაილს ტერნერი აკლდა და გოგას წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მეტი სათამაშო დრო მიეცა. რიკ კარლაილის გუნდს ამ შეხვედრაში ძირითადი ცენტრი, მაილს ტერნერი აკლდა და გოგას წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მეტი სათამაშო დრო მიეცა. გოგამ „კლიპერსთან" შეხვედრაში 17 ქულა დააგროვა, რაც NBA-ში მისი რეკორდია. მან ასევე 8 მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ბითაძე საკმაოდ მაღალი პროცენტით ისროდა და 1-დან 1 სამქულიანი, 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ის ერთხელ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. აღსანიშნავია, რომ გოგას პარკეტზე ყოფნის პერიოდში „ინდიანამ" მეტოქეს 17 ქულით მოუგო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.


ლოს ანჯელესელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 13 ქულით წინ გავიდნენ, დიდ შესვენებამდე რიკ კარლაილის გუნდმა სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა. მესამე მეოთხედი „კლიპერსმა" 5 ქულით მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ „პეისერსი" ბოლო პერიოდში უპირატესობას ფლობდა და თამაშის შემოტრიალებაც შეეძლო, გოგას გუნდი მაინც დამარცხდა.


შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი" 20 იანვარს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.


ასევე, ნახეთ ვიდეო