ქუთაისში, „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ 2018 წლის გამარჯვებული „რეგიონი“ გახდა
ქუთაისში, „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ 2018 წლის გამარჯვებული „რეგიონი“ გახდა

ქუთაისში, „ყველა ვარსკვლავის მატჩის" 2018 წლის გამარჯვებული „რეგიონის" ნაკრები გახდა. სუპერლიგაში მოასპარეზე რეგიონების ნაკრებმა 169-158 თბილისის ნაკრები  დაამარცხა. მატჩის ბომბარდირი„ქუთაისის" მითამაშე გიორგი ბარბაქაძე გახდა. მანვე, მატჩის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი დაიმსახურა. ქუთაისელმა ბომბარდირმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა მოაგროვა. 30 ქულას დააგროვა მისმა თანაგუნდელმა აკაკი ლომოურმა, ილია შემოსიუკის ანგარიშზე 27 ქულაა. თბილისის გუნდში 30 ქულით ბერნარდ ნკალი გახდა საუკეთესო. 26 ქულა დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა.

„ყველა ვარსკვლავის მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შოუ, კალათბურთის დღესასწაული და მოხარული ვარ, რომ წლევანდელი „ოლ სტარი" ქუთაისში ტარდება. მაყურებელიც ბევრია და ვფიქრობ, დღევანდელი დღე იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქუთაისში კალათბურთი ძალიან უყვართ და ეს რეგიონი კალათბურთის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებს", - ამბობს პაატა გურასპაული, საქართელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ამ მატჩის გარდა, დღეს ქუთაისელი გულშემატკივარი კიდევ ორი საინტერესო კუნკურსის მოწმე გახდა. „ჩატენვების" კონკურსში „სოხუმის" ლეგიონერმა კალათბურთელმა ბიშოპ დენიელსმა გაიმარჯვა. ფინალში ის,  „კაკტუსის" მოთამაშეს, ტაირელ ნელსონს დაუპირისპირდა.

დაძაბული გამოდგა 3-ქულიანების კონკურსი, რომელშიც „რუსთავის" მოთამაშემ რევაზ ჩაჩანიძემ 17-15  ქუთაისელ გიორგი ბარბაქაძეს მოუგო.

საკალათბურთო დღეები კი ქუთაისში, ხვალ, 4 თებერვალს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალით დასრულდება. მემორიალის გადამწყვეტ მატჩში „ქუთაისი", „რუსთავს" დაუპირისპირდება. ½ ფინალებში „ქუთაისმა", „კაკტუსი" 81-71 დაამარცხა, ხოლო „რუსთავმა" 79-66 „მგზავრებს" სძლია.

კალათბურთს ფედერაციის ფოტო