ყველა ვარსკვლავთა მატჩის შემადგენლობა ცნობილია
ყველა ვარსკვლავთა მატჩის შემადგენლობა ცნობილია
02.02.2018
ავტორი:

„ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე გუნდების შემადგენლობა ცნობილია. „ოლ სტარის" გამოკითხვა დღეს დასრულდა.  გულშემატკივარმა მწვრთნელებმა „რეგიონებისა" და „თბილისის" გუნდების ხუთეულები, მწვრთნელებმა კი სათადარიგოებიც შეარჩიეს. „რეგიონის" გუნდს „ქუთაისის" მწვრთნელი კოტე ტუღუში გაწვრთნის, ხოლო „თბილისს", „დინამოს" მთავარი მწვრთნელი  ირაკლი ხოშტარია.

„რეგიონების" გუნდის სასტარტო ხუთეული, რომელიც მთლიანად „ქუთაისის" მოთამაშეებით დაკომპლექტდა, შემდეგნაირად გამოიყურება: ბექა წივწივაძე, დეჟუან რაიტი, გიორგი ბარბაქაძე, აკაკი ლომოუი, აკაკი დვალიშვილი.

„თბილისის" გუნდი კი მატჩს შემდეგი შემადგენლობით დაიწებს: ნოდო გოგოძე („დინამო"), მერაბ ბოქოლიშვილი („ოლიმპი"), მიხეილ ბერიშვილი („დინამო"),  ანატოლი ბოისა („კაკტუსი"), ილია ლონდარიძე („დინამო").

სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩი" ხვალ, 3 თებერვალს, 16:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში" ჩატარდება. „ოლ სტარის მატჩის" დროს გაიმართება კონკურსები 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში.


შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა ქუთაისში, ქართული კალათბურთის ლეგენდების ზურაგ საკანდელიძისა და მიხეილ ქორიქას სახელობის ტრადიციული ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში საქართველოს სუპერლიგისა და „ა" ლიგის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირის გამარჯვებული კვირას გამოვლინდება. მანამდე კი ხვალ, „ყველა ვარსკვლავის მატჩია".

აქვე, გაგაცნობთ „ყველა ვარსკვლავის მატჩის"  გუნდების შემადგენლობას და ასევე, 3-ქულიანებისა და ჩატენვების კონკურსების მონაწილეებს