"სპორტფოტოს" "ქარვასლა" უმასპინძლებს
"სპორტფოტოს" "ქარვასლა" უმასპინძლებს
01.02.2018
ავტორი:

ერთ კვირაში, 2017 წლის 9 თებერვალს, 18:00 თბილისში, სპორტული ფოტოს გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი, „სპორტფოტო" ტრადიციულად, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტის ორგანიზატორია სპორტულ ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელთა ინიციატივითაც საქართველოში, თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალიც ტარდება. ფოტო-გამოფენა კი, ყოველწლიურად იცვლის ლოკაციას. თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის, „დინამო არენისა" და „მომას" შემდეგ ამჯერად, „სპორტფოტოს" მასპინძელი საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი იქნება. „ქარვასლას" საგამოფენო სივრცეში 27 ფოტოგრაფის 160-ზე მეტი ფოტო იქნება გამოფენილი.

ფოტოების უმრავლესობა საქართველოშია გადაღებული. თუმცა, „სპორტფოტოს" მონაწილეთა ობიექტივში ასევე მოხვდა ევრობასკეტი 2017, რეპორტაჟი პერუდან, სადაც რეკორდსმენი ბეისჯამფერის ერთ-ერთი ბოლო ნახტომის ექსპედიციაა ასახული. კატალოგში შევიდა ფოტომასალა ჰიმალაიდან, სადაც პირველი ქართული გზა გაკეთდა. ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ტრადიციული თბილისური ტურნირები, მათ შორის, ძიუდოს გრან-პრი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები ფეხბურთსა და რაგბში. ფოტოგამოფენის გარდა, პროექტი „სპორტფოტო" 2017  წლის შემაჯამებელი კატალოგი უკვე მეოთხედ გამოიცემა. პროექტის ავტორები, პროფესიონალ და მოყვარულ სპორტულ  ფოტოგრაფებთან ერთად, ამ გამოცემით კიდევ ერთ წელს აჯამებენ. სხვა წლების მსგავსად, გამონაკლისი არც 2017 წელი ყოფილა. საქართველო და უშუალოდ თბილისი, ბევრი საინტერესო ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი იყო.

პროექტ სპორტფოტოს პარტნიორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფოტოსამყარო.  პროსერვისი, საინფორმაციო პარტნიორები „ავტორადიო", MYSPORT.GE, TSFF.GE

საქართველოს ეროვნული მუზუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი. მის. სიონის ქ. #8 (ქარვასლის შენობა)