თურქული შეკრების მეორე სპარინგი „დინამომ“ მოიგო
თურქული შეკრების მეორე სპარინგი „დინამომ“ მოიგო
29.01.2018
ავტორი:

თურქეთში, სიდეში, ზამთრის შეკრებაზე მყოფმა „დინამო თბილისმა" დღეს, მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა. „დინამოს" მეტოქე, ამჯერად, პოლონური ექსტრაკლასას „სანდეცია" იყო. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ,  წინა ამხანაგური მატჩისგან განსხვავებით, თამაში შეცვლილ შემადგენლობას დააწყებინა.

პოლონურ კლუბთან „დინამომ", ამ თამაში, ასეთი განაცხადიათ დაიყწო: გოშაძე, ხარშილაძე, კობოური, თოთაძე, რუხაია, ივანისენია (ნინუა 25), კუცია, შულაია, ო. კიტეიშვილი, ერგემლიძე, ივანიშვილი. პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე, მე-20 წუთზე, ლაშა თოთაძემ, ცნობილი და აუღებელი საჯარიმოთი, თბილისური კლუბი დააწინაურა 1-0. პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დინამოელთა ნახევრიდან, კუციას გადაცემას „სანდეციას" საჯარიმოს მისადგომებთან, მეორე გოლი მოჰყვა. მეკარესთან პირისპირ დარჩენილ აკაკი შულაიას, არ გასჭირვებია გოლის გაიტანა. პირველი ტაიმი, 2-0 დასრულდა დინამოელთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი კაჭარავამ განახლებული შემადგენლობით დაწყო. პირველი ტაიმის შემადგენლობიდან, მინდორზე, მხოლოდ ოთო გოშაძე, რომელმაც მატჩის განმავლობაში, რამდენიმე საგოლე მომენტი გაანეიტრალა და ივანისენიას ნაცვლად შესული ნინუა დატოვა. მეორე ნახევარში კაჭარავა, შემდეგ ფეხბურთელებს დააკვირდა: გაბიტაშვილი, ბ. ხარშილაძე, გადრანი, მარიანოვიჩი, ქარდავა, დარცმელია, ქოჩლაძე, პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე და გაბუნია.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი, პოლონელთა უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. 51-ე წუთზე ბარტოშმა ერთი გოლი გაქვითა. ამის შემდეგ, მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა. „დინამომ" 2-1 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ თურქულ შეკრებაზე, „დინამო თბილისმა" პირველი ტესტ-მატჩი 0-3 წააგო „ზოიასთან". მომდევნო შეხვედრას, დინამოელები 2 თებერვალს გამართავენ და მათი მეტოქე უკრაინული პოლტავას „ვორსკლა" იქნება. ამ თამაშის გარდა „დინამო" კიდევ ერთ სპარინგს გამართავს 6 თებერვალს და 7-ში, სამშობლოში დაბრუნდება.

ირაკლი ბუხალის ფოტო