ელიგის 31 ტურის ბოლო შეხევდარს მიხეილ მესხზე რუმინელები განსჯიან
ელიგის 31 ტურის ბოლო შეხევდარს მიხეილ მესხზე რუმინელები განსჯიან
23.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ხვალ, 24 ოქტომბერს გაიმართება. ტურის დაწყებამდე ცნობოლი ხდება, რომ ცენტრალურ შეხვედრას, რომელშიც „საბურთალო" მიხეილ მესხის სტადიონზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება, რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. გაღმა შემედავე, გამოღმა შემოგედავებიო... 31-ე ტურის შეხვედრებზე მსაჯების დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ელიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.


თბილისურ დერბის 39 წლის მარსელ ბირსანი გაუძღვება. მიმდინარე წელს რუმინელის გვარი 10 შეხვედრაში ფიგურირებს - მათ შორის, რუმინეთის ჩემპიონატის, რუმინეთის თასის ფინალის, უეფა-ს 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრის, უეფას კონფერენს ლიგისა და სულ ბოლოს, 20 ოქტომბერს, უეფა-ს ჩემპოინთა ლიგის ბენფიკა-ბაიერნის თამაშებზე. თუმცა, უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე ის მხოლოდ, ლიეტუვასა და მალტის 21-წლამდების მატჩებზე იყო მთავარი არტბიტრი. დანარჩენსი, კი მეოთხე მსაჯის მოვალეობას ასრულებდა. ბირსანი, არ ერიდება ხშირად სტვენას და უყვარს ბარათების ფრიალიც. 


ბირსანის პირველი ასისტენტი, თბილისიურ მატჩში, 40 წლის ვალენტინ ავრამი იქნება, რომელიც ასევე იყო წარმოდგენილი ზემოთხსენებულ ახალგაზრდული გუნდების შეხვედრაზე და მიმდინარე წლის 12 აგვისტოს კი მაქაბი ჰაიფას შეხვედრა აქვს განსჯილი.  მისი მეორე ასისტენტი კი, 34 წლის მარიუს ბადია აიქნებიან, 10 შეხევდრაში, სადაც მარიუსის გვარი 2021 წელს ფიგურირებს, სამია უეფა-ს ეგიდით გამართული, აქედან, სულ ბოლოს, ის, 10 ოქტომბერს, გერმანიისა და ისრაელის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრას სჯიდა.


და ბოლოს, რუმინელ მსაჯთა ბრიგადას მიეხმარება და მეოთხე მსაჯი იქნება ირაკლი კვირიკაშვილი.