„დინამომ“, „ბათუმი“ „ზაიჩიკებთან“ ერთად დაამარცხა
„დინამომ“, „ბათუმი“ „ზაიჩიკებთან“ ერთად დაამარცხა
23.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი სათამაშო დღე პატარა მოულოდნელობით დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც „ტიტებმა" სეზონის სასტარტო ტურნირი, „დუდუ დადიანის მემორიალი" მოიგო, შემდეგ კი, სუპერლიგის პირველ შეხვედრაში „კაკტუსი" სოლიდური ანგარიშით 99-68 დაამარცხა, დღეს, „მეგასთან" შეხვედრაშიც უფრო, მათგან ელოდა აქტიურობას. თუმცა, „ტიტებმა" მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლეს, ისიც, ორქულიანი სხვაობით 19-21.

აი, მომდევნო მეოთხედიდან კი, უპირატესობა „მეგას" დაუთმეს. მეორე მეოთხედის დასაწყისშივე, „მეგამ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა, ამ მონაკვეთში და საბოლოოდ თამაშშიც, გარდატეხა, ბოლოსკენ მოახერხა, როდესაც, ანგარიშიდან, 35-32 ნელ-ნელა ქულების დაგროვება გააგრძელა, „ტიტებს" სროლები არ წაუვიდა. შესაბამისად, ეს მეოთხედი, „მეგას" გამარჯვებით 21-14, ტაიმი კი, 40-35 დასრულდა. მესამე მეოთხედში, „ტიტებმა" მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, 42-42, თუმცა, მეოთხედი, ერთი ქულით, 14-15  (54-50) წააგეს. ეს სხვაობა, საკმარისი აღმოჩნდა, „მეგას" კალათბურთელებისთვის, რომ ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში, ბალანსი შეენარჩუნებინათ და თამაშიც, „ტიტების" ყველა მცდელობის მიუხედავად, გამარჯვებამდე მიეყვანათ. „ტიტებიდან" ბოლო ქულა, დავით აბულაძემ, შეხვედრის დასრულებამდე, 2 წუთით და 10 წამით ადრე ჩააგდო. „მეგამ" კი, ბოლო  2-ქულიანი, მატჩის დამთავრებამდე 8 წამით ადრე.  შეხვედრის ლეი აფი, დემონტე ფლანიგანის ანგარიშზე. სხვათა შორის, „მეგას" 26 წლის ამერიკელი ფორვარდი ამ დღეს, ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო. კალათბურთელმა 26 ქულა დააგროვა და 13 მოხსნა, 4 პასით, საერთო ჯამში, მისმა ეფექტირობამ 32 შეადგინა. „ტიტებიდან" ყველაზე მეტი, 14 ქულა ამერიკელ უკანახაზელ ისააკ ასრატიზე მოდის, რომელმაც ზემოთხსენებულ „კაკტუსთან" მატჩშიც ერთ-ერთი მაღალი შედეგი აჩვენა. „მეგამ" კი, მიმდინარე გათამაშებაში, 75-62 გაიმარჯვა და წლის პირველი მოგება ჩაიწერა აქტივში.


***


დღის მეორე შეხვედრა ბათუმში, ადგილობრივ სპორტის სასახლეში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, დახურულ სივრცეში ქომაგთა დაშვება აკრძალულია და ამის ნერაბრთვა არც კალათბურთის ფედერაციას გაუცია (პირიქით, ფედერაცია ყველგან ხაზსს უსვამს, რომ თამაშები გულშემატკივრის გარეშე ტარდება), მეორე ტაიმში ბათუმის სპორტის სასახლეში გულშემატკივარი დაუშვეს. ბუნებრივია, ამ მოველენას, მოულოდნელობის ეფექტიც ჰქონდა სტუმარი გუნდისთვის, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 32-46 უგებდა. თამაშით კი, ერთმანეთს „ბათუმი" და თბილისის „დინამო" ეთამაშებოდნენ ერთმანეთს.


აჭარული გუნდისთვის საშინაო სტარტი ცოტა მძიმე გამოდგა. თავდაპირველად ბათუმელებს დამაჯერებლობა აკლდათ. „დინამომ" კი, თამაში წაიყვანა და თუ არ ჩავთვლით მესამე მეოთხედს, მთელი მატჩის მანძილზე კარნახობდა წესებს. ბათუმელებმა, მხოლოდ პირველი მეოთხედის ბოლოს მოახერხეს სხვაობის შემცირება და ეს მონაკვეთი, 18-22 წააგეს. თბილისელთა უპირატესობით წარიმართა მეორე მეოთხედიც, სწორედ თბილისელებს დაუფიქსირდათ ამ შეხვედრაში უდიდესი ლიდერობა - 21 ქულით. თუმცა, მეორე მეოთხედის, მოგება, მხოლოდ, 14 ქულით მოახერხეს (მეორე მეოთხედის შედეგი14-10). რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა მესამე მეოთხედი. აქ, ზემოთ აღნიშნულ „ეფექტთან" ერთად, როგორც ჩანს დედაქალაქელებმა, ზედმეტად თვითდაჯერება იგრძნეს და „ბათუმმაც" მათი დასჯა მარტივად მოახერხა, „დინამოს" ჯერ 14 ქულა „ამოუქაჩა" (მესამე პერიოდის 07:07 ანგარიში გაათანაბრა, 46-46) და შემდეგ, ეტაპობრივად ანგარიშის გარზდაც მოახერხა, საბოლოოდ კი, ეს მონაკვეთი 35-10 მოიგო. ამ დროს შეხვედრაში ანგარიში 67-56 იყო.


თბილისელებს რთული, თუმცა, შესრულებადი ამოცანა ჰქონდათ შეხვდრის მეოთხე მეოთხედში. მის დამთავრებამდე 1:58 წუთით ადრე, თბილისელებს, პერიოდის მიხედვით ანგარიში მიჰყავდათ, 16-19, თუმცა საერთო ჯამში მაინც აგებდნენ. დარჩენილ დროში, კი დინამოელთა ახალგაზრდა თაობამ, რომელსაც სუპერლიგის მიმდინარე წლის გათამაშებისას დედაქალაქური კლუბის ღირსების დაცვა მოუწვეს, პატარა სასწაული მოახდინეს. ბოლო 24 წამიან მონაკვეთში, ბურთი ბოლომდე გააკონტროლეს და ამ დროის მიწურულს, თბილისელთა 23 წლის ამერიკელმა უკანახაზელმა, ბენჟამინ ქოლეჯიმ, თითქმის მოედნის ცენტრიდან ზუსტი 3-ქულიანი ისროლა ნახტომში და ანგარიში გაათანაბრა, 83-83. მატჩის გადასარჩენად „ბათუმს" 4 წამი რჩებოდა, თუმცა შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდა.


დრამატულ მატჩს დრამატული ფინალი ჰქონდა. თბილისელები, ბათუმურ გუნდს „კატა-თაგვობანას" გაეთამაშნენ, ხან ახლოს უშვებნენ, ხანაც კომფორტული სხვაობით შორდებოდნენ ანგარიშში, თუმცა, დარჩენილ მონაკვეთს სრულად აკონტროლებდნენ. საბოლოოდ, კი, სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში, „დინამო" გახდა მეორე გუნდი, ვინც სამნიშნა ციფრი აანთო ტაბლოზე. შეხვედრა კი 100-97 მოიგო.


სტუმართაგან, ყველაზე შედეგიანი, ბენჯამინ ქოლეჯი იყო. თავის სადებიუტო შეხვედრაში, ამერიკელმა 33 ქულა გააკეთა. ერთით ნაკლები 32 ქულა მოდის ვლადიმერ თაქთაქიშვილის ანგარიშზე, ბურთების მოხსნით კი, დინამოელთა კიდევ ერთმა დებიუტანტმა, 27 წლის ამერიკელმა ცენტრმა, რაჰსან უილიამსმა გამოიჩინა თავი და 16 მოხსნა მიიწერა. მსგავსი შედეგი დააფიქსირა, „ბათუმის" და ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ ბექა ბექაურმა, რომელმაც ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლის შესრულებაც მოახერხა, რამეთუ, „დინამოსთან" მატჩში, გამცილმა კალათბურთელმა, 28 ქულაც დააგროვა.


და ბოლოს, სტატიის ეს მონაკვეთი, რითაც დავიწყე - მაშინ როდესაც, კორონა ვირუსის გამო, დახურულ სივრცეში მთელი რიგი შეზღუდვებია დაწესებული და კალათბურთის ფედერაციაც, ერთაზროვნად აცხადებს, რომ მატჩები გულშემატკივრის გარეშე ტარდება (ეს მითითება, ყველა სათამაშო ბანერზეა), ბათუმის სპორტის სასახლეში „შეჭრილი" გულშემატკივრის „თემა" ალბათ, არ ჩაივლის რეაგირების გარეშე.


ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კიდევ 2 შეხვედრა გაიმართება.

15:00 თსუ - „ოლიმპი"

18:00 „კაკტუსი" - „ცხუმ-აფხაზეთი"



კალათბურთის ფედერაციის ფოტო