ახალ სეზონში, სამნიშნა რიცხვი ტაბლოზე პირველად „ქუთაისმა“ დაანთო
ახალ სეზონში, სამნიშნა რიცხვი ტაბლოზე პირველად „ქუთაისმა“ დაანთო
22.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო სუპერლიგის 2021-22 წლების გათამაშების სასტარტო შეხვერა ითამაშეს „ქუთაისმა" და „ვერამ". შეხევდრა, იმერეთის მთავარი ქალაქის სპორტის სასახლეში, გულშემატკივრის გარეშე გაიმართა. რთულად გვახსენდება საქართველოს სუპერლიგაში შეხვედრა, რომელშიც ერთმა გუნდმა 132 ქულის დაგროვება მოახერხა, თუმცა, დღეს ეს, „ქუთაისმა" შეძლო და სეზონის სტარტზე მოგებული სუპერ-თასის შემდეგ, ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდს შეტყობინება გაუგზავნა, რომ წელს, ქუთათურებთან ხუმრობა არ გამოვა.

„ქუთაისმა" პერიოდები 33-30 / 33-18 / 38-22 / 28 -26 დასრულდა და როგორც ხედავთ, თანაბარი მხოლოდ, საწყისი და ბოლო მეოთხედები გამოდგა. საწყისში, სადაც „ვერა" წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა და დასკვნითი, რომლის დასაწყისშიც უკვე ისეთი დიდი სხვაობა იყო, რომ კოტე ტუღუშის გუნდმა, უბრალოდ თამაშით ისიამოვნეს და მატჩი ბოლომდე მიიყვანეს. ამ შეხვედრაში, ანგარიში მხოლოდ ორჯერ გათანაბრდა, ლიდერი კი, 3-ჯერ შეიცვალა. ერთ-ერთ ასეთ მომენტში, „ვერა" 3 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა, ეს იყო და ეს. გარდამტეხი კი, ამ შეხვედრაში მეორე მეოთხედი აღმოჩნდამ რომელშიც, მასპინძლებმა 15 ქულით მოიგეს და დიდ შესვენაბზე, 18-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ 66-48.


ანალოგიურის სცენარით წარიმართა მომდევნო მეოთხედიც, რომლის დასრულების შემდეგაც ქუთათურებს უკვე სამნიშნა რიცხვი ჰქონდათ ტაბლოზე დაფიქსირებული. პერიოდი კი, მეორეს მსგავსად კომფორტულად მოგებული და საერთო ჯამში, თბილისურ კლუბთანაც, სხვაობა უკვე 34 ქულა იყო, რაც ვერელთათვის თამაშის გადარჩენას, ბოლო 10 წუთში შეუძლებელს ხდიდა.  „ქუთაისმა" სასტარტო შეხვედრა, 132-96 მოიგო.


მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლი, ეროვნული ნაკრების წევრზე გიორგი კორსანტიაზე მოდის. კალათბურთელმა 32 ქულა და 12 მოახსნა დააგროვა. ის, მატჩის საუკეთესო იყო. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი, ამერიკელი უკანახაზელი დარელ ბრაუნი იყო, რომელმაც საკუთარი გუნდი 96 ქულიდან 25 შეასრულა.


იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა.



 „ქუთაისის" ფოტო