მთამსვლელებმა იციან, ვიდრე „მწვანეზე“ არ გადახვალ ზეიმი ნაადრევია
მთამსვლელებმა იციან, ვიდრე „მწვანეზე“ არ გადახვალ ზეიმი ნაადრევია
20.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმში გამართული დღევანდელი მატჩის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშებაში არაფერი შეცვლილა. ბათუმის „დინამო" და კლუბის გულშემატკივარი, 2021 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, დარწმუნებული იყო, რომ 20 ოქტომბერს, მე-12 მოთამაშის დახმარებით, „დინამო თბილისს" მოუგებდა და წინასწარ გამზადებული PR კამპანია, „ბათუმი არენაზე", შეხვედრის დასაწყისიდან აამოქმედეს, სტადიონზე გადაჭიმული უზარმაზარი ბანერით (აქ თემას არ ჩავუღრმავდები). თუმცა, თურქმა მსაჯებმა, ჰუსეინ გიოჩექის ხელმძღვანელობით, მეზობელი ქვეყნისთვის უჩვეული „დაწოლას" (უფრო ზუსტად, იმას რაც თურქეთს, 80-იან, 90-იან წლებში აქვს გავლილი, როცა სტადიონის „ბენჩი" სავსეა მასპინძელი კლუბის თანამშრომლებით) გაუძლეს და შეხვერდა, თითქმის უშეცდომოდ ჩაატარეს. თუმცა, იყო, ორივე გუნდის საზიანოდ დაშვებული რამდენიმე უმნიშვენლო შეცდომა, რომელმაც საბოლოოდ, თამაშის შედეგზე გავლენა არ იქონია. საერთო ჯამში, იყო აბსოლუტურად ნეიტრალური და მიუკერძოვებელი მსაჯობა, რამაც თამაში კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა, თავის მე-12 ქომაგიანად, რომელიც შეგახსენებთ, თამაშის წინა დღით დაუშვა საკოორდინაციო საბჭომ და გამომდინარე აქედან, ეს სექტორი, სტადიონზე მხოლოდ, მასპინძელი მხარით იყო წარმოდგენილი. სტუმარი გუნდის ქომაგები, ამ შემთხვევაში დაიჩაგრნენ, რადგან ბანალურ მიზეზს ვიტყვი, მაგრამ ელემენტარულად, შუა სამუშაო კვირაში, სამსხურებიდან განთავისუფლება ვერ მოახერხეს.





თამაშის ხასიათიდან გამომდინარე კი, წლის მთავარი შეხვედრა, უფრო მწვრთნელთა ტაქტიკური დუელი იყო, სადაც, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის სერბი თავდამსხმელი, რომ ალბათ, უფრო ზუსტი ყოფილიყო, თამაშს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ახლა „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, ბათუმელთა მხრიდან, „ლორდად" შერაცხულ გია გეგუჩაძეს, 3 ქულას, მარტივად წაართმევდა. თუმცა, სტუმრებმა ამის გარდა, უფრო რეალური შანსები გაუშვეს, მასპინძლებმაც რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს. ორი „დინამოს" დაპირისპირება კი ფრედ, 1-1 დასრულდა. აქედან, ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.




ანგარიში, მე-18 წუთზე ოსეი ბარნსმა გახსნა. ამის შემდეგ, თბილისელებს კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის საშუალება. აჭარული გუნდი, „ ნაადრევად კარზე მომდგარი ჩემპიონობის" გამო, ზედმეტად ღელავდა და ეს თამაშზეც აისახებოდა. თუმცა, სტუმრების მიერ გამოუყენებელი საგოლე მომენტის საპასუხოდ, ჯაბა ჯიღაურმა, ყოფილი გუნდი წელს, კიდევ ერთხელ „დასაჯა" და ანგარიში, 38-ე წუთზე გაათანაბრა. მეორე ტაიმი უგოლოდ, მხოლოდ იმავე სცენარით წარიმართა. სხვათა შორის, ამ დღეს, თბილისელთა გუნდს, დავით სხირტლაძე, გიორგი გაბედავა (ტრავმების გამო), გიორგი პაპავა აკლდა, შემადგენლობაში არ იყო არც დავით კობოური.




სამაგიეროდ, კახა ცხადაძე, 20 წლის მცველს, ალექსანდრე კალანდაძეს ენდო,  სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მთელი 90 წუთი თამაშის უფლება მისცა. ეს საბა ხვადაგიანის შემდეგ, „დინამო თბილისის აკადემიის" მეორე აღზრდილია, რომელსაც ცხადაძემ დაცვის ხაზში ნდობა გამოუცხადა.




საჩემპიონო რბოლაში, „დინამოებს" შორის 6 ტური და 7 ქულაა სხვაობა. თუმცა, ფეხბურთის გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ 2017 წელს, „დინამო თბილისი" 6 ტურით ადრე, მდევარ „ტორპედოს" 9 ქულით უსწრება, თუმცა, იმ წელს თბილისელებმა, ზედმეტი ფსიქოლოგიური დაწოლისა და წნეხის გამო და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ეს უპირატესობა გაანიავეს და ჩემპიონობაც ქუთაისის „ტორპედოს" დაუთმეს.


***


მიმდინარე გათამაშებაში კი, ქუთაისის „ტორპედო" ელიგაში დასარჩენად იბრძვის. დღეს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთათურებმა, „საბურთალოსთან" ფრედ, 1-1 ითამაშეს. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე, მათე ცინცაძის გადაცემით, გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა. 70-ე წუთზე კი, ნიკა მალის მონაწილეობით, ანგარიში დაჩი ცნობილაძემ გაათანაბრა. სხვათა შორის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სტადიონზე გულშემატკივარი დაეშვათ, იმერული კლუბის ფანებმა, გადაწყვიტეს, იმ ქომაგების გვერდით ყოფილიყვნენ, ვინც თამაშისთვის აუცილებელი პირობა (კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით) ვერ მოასწრო შეესრულებინა და შესაბამისად, სოლიდარობის გამო, არც თამაშს დაესწრნენ.


***


ამ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა ფრედ, 1-1. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე. ანგარიში კი, მასპინძლებმა, „სამტრედიას" ფეხბურთელებმა გახსნეს, გოლი, 23-ე წუთზე, ნიკოლოზ პრელჩეცმა გაიტანა, მაგრამ ცეცაძის გუნდმა, მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა. „შუქურამ", 10 წუთში წონასწორობა აღადგინა, გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა. გიორგი შაშიაშვილის გუნდს, მეორე ტაიმში, დაწინაურების შანსიც ჰქონდა, თუმცა, მიშიკო სარდალიშვილმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.  ახლა, 30-ე ტურის შემდეგ, „სამტრედიას", რომ არ დაქვეითდეს ქვედა ლიგაში, მაქსიმალური მობილიზება მართებს. თუმცა, ისევე, როგორც „შუქრას", „ტორპედოსთან" ერთად, რომლებიც 6 ტურთ ადრე გადასათამაშებელ ზონაში არიან და 8-9 ქულით ჩამორჩებიან „თელავს".


***


„თელავმა" კი, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, საკმაოდ საჭირო 3 ქულა მოიპოვა. „სამგურალის" კარში, გოლი, პირველ ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გავიდა. მიუხედავად მასპინძელთა მეკარის მაქსიმე ქვილითაიას კარგი მცდელობისა, ეხსნა საკუთარი კარი, თანაგუნდელები ვერ წამოეშველნენ. თელაველმა ირაკლი რუხაძემ კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა და ამ შეხვედრაში ერთად-ერთი გოლი გაიტანა. თუმცა, წყალტუბოში გამართული ეს შეხვედრა ამით არ დასრულებულა.  მეორე ტაიმის მიწურულს, რომელშიც სოსო ფრუძის შეგირდები აშკარად ფლობდნენ უპირატესობას და თელაველთა კარსაც გამუდმებით უტევდნენ, როგორ ჩანს 3 ქულის აღების მსურველ სტუმრებს ფრიად აღიზიანებდათ. თელაველთა მეკარემ, ლუკა სანიკიძემ, ჩვეულებრივი სათამაშო მომენტის დროს, ჩათვალა, რომ მას ეუხეშნენ და სრულიად გაუგებარი ფიზიკური დაპირისპირება წამოიწყო, რაც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შედეგად, ბაკურ ნინუამ კახელთა მეკარე მინდვრიდან გააძევა. დარჩენილ დროში კი, სტუმარი გუნდის კარში, სათადარიგო მეკარე, გიორგი ჯანელიძის „შეწირვის" შემდეგ ჩადგა. ამავე მომენტში, ყვითელი ბარათი, პაპუნა ფონიავამაც დაიმსახურა, თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე, ფონიავამ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, მინდვრის დატოვება მოუხდა. ახლა, აღნიშნულ მატჩზე სადისციპლინო იმსჯელებს. „თელავმა" კი, ეს მატჩი, 0-1 მოიგო.


***


ამ ტურის ბოლო შეხვედრა კი, საგურამოში გაიმართა. „ლოკომოტივისა" და „დილას" ეს მატჩი, ყველასთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით, თანაც, გორელთა გამარჯვებით 0-4 დასრულდა. გორელებმა შეხვედრის სტარტზევე ერთწუთიან მონაკვეთში, ორი ბურთით მოახერხეს დაწინაურება და გიორგი ჭიაბრიშვილი და მისი გუნდი დიდ საფიქრებელში ჩააგდეს. მე-12 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა ანგარიში, მე-13-ზე ალეფ სანტოსმა ის, ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 54-ე წუთზე, უკვე, თორნიკე კაპანაძე მოახერხა თბილისელთა კარის აღება და „ლოკოს" გეგმები, საბოლოოდ დაამსხვრია. თბილისურმა გუნდმა, კიდევ ერთი გოლი, ამჯერად თორნიკე კაპანაძის გადაცემიt, პაატა ღუდუშაურის დარტყმის შემდეგ, 70-ე წუთზე გაუშვა.  ამ გამარჯვებით, გორის „დილა", სატურნირო ცხრილში „საბურთალოს" გაუთანაბრდა და მე-3-4 ადგილებს იყოფენ, აი, ორივე გუნდი, კი, 6 ქულით უსწრევს თბილისის „ლოკომოტივს", რომელსაც, თუ, მომავალ სეზონზე ევროტურნირებზე მოხვედრის სურვილი აქვს, ახლა საქართველოს თასის გათამაშებაში უფრო ეცდება წარმატებას, მითუმეტეს, რომ მის მეტოქეს, ბათუმის „დინამოს" ჩემპიონობით თუ ვიცე-ჩემპიონობით, ეს უფლება უკვე განაღდებული აქვს. აი გორის „დილა" და „საბურთალო" კი, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის მოსაპოვებლად, საკმაოდ რთული კალენდრის გადალახვას შეეცდება, ორივე გუნდს, გათამაშების ლიდერ „დინამოებთან" უწევს თამაში და ამის შემდეგ, 20 ნოემბერს ურთიერთშეხვედრა.