იყო შეცდომები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო...
იყო შეცდომები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო...
21.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ცოტა გამბედაობა, ცოტაც უიღბლობა და ცოტაც უფრო „ზემოთ" თამაში, ეს იყო ის ძირითადი მომენტენი, რაც ჩემი აზრით, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს დღეს, ფინეთის წინააღმდეგ დააკლდა. თუმცა, ჩვენს გუნდს, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, პირველ ნომრად თამაშს, თუნდაც, საკუთარ სტადიონზე,  ბუნებრივია ვერ მოვთხოვდით. მითუმეტეს, რომ ნაკრებს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. მაგალითად, კორონა ვირუსის გამო, კონკრეტული მატჩის შეკრების დაწყებამდე, თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა ანა ჩემინავამ. გუნდთან ერთად არ იყო არც, მარიამ კალანდაძე „ლანჩხუთიდან". ტრავმების გამო ვერ ითამაშეს ვერც შემტევმა ხატია ჭყონიამ და ვერც კარის მცველმა, თათია გაბუნიამ, რომელმაც თავისი „სეივებით", არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც აალაპარაკა საფეხბურთო კულუარებში. დღეს, საქართველოს ნაკრების კარს თეონა სუხაშვილი იცავდა.

„ვფიქრობ დღევანდელი თამაში ნორმალურად ჩავატარეთ, გავხსენით და შეტევაშიც ვცდილობდით გადასვლას. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ბურთები გავიდა ჩვენს კარში. დასანანი იყო მარცხი, რადგან, ამ გუნდთან ქულის აღება შეგვეძლო. არ გაგვიმართლა. ფიზიკურად გვაჯობეს. ჩვენ კი, დღეს, მაქსიმუმი ჩავდეთ და მადლობა გოგოებს, რომ თავი არ დაზოგეს. ვიცი, რომ შემდეგ თამაშებში, პროგრესი გვქნება", - ამბობს, თეონა თოდაძე.




პირველი გოლი, საქართველოს ნაკრებმა, მე-17 წუთზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები, მთელი მატჩის დროს ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, რამდენჯერმე საქართველოს ნაკრებმაც მოახერხა კონტრშეტევაზე გადასვლა. განსაკუთრებით თეონა ბაქრაძე აქტიურობდა ფლანგიდან. პრობლებემს უქმნიდა, ფინელებს ლელა ჭიჭინაძე და ტატა მატვეევაც, თუმცა, დამამთავრებელ ეტაპზე, ჩვენებს კარის ჩარჩოში დარტყმა არ გამოსდიოდათ.


„ძალიან რთული და საპასუხისმგებლო თამაში არის ყოველთცის, როცა საკუთარ ქვეყანაში თამაშობ და ეს ორმაგ მოტივაციას გვაძლევს. ფინეთი და ზოგადად სკანდინავიელი ფეხბურთელები ფიზიკით გამოირჩევიან და სწორედ, ეს ფაქტორი იყო დღევანდელი მატჩის ბედის გადამწყვეტი. ბევრი ვიშრომეთ, ბევრიც შევეცადეთ, მაგრამ იმ სისწრაფეეებს, რაც მათ აქვს ბუნებრივად ვერ გავუმკლავდით. ჩვენ ახლა ვიწყებთ ქალთა ფეხბურთის მშენებლობას საქართველოში და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ტოლსწორად ვითამაშებთ ასეთი მაღალი დონის ნაკრებებთან", - ამბობს ნინო პასიკაშვილი.




სკანდინავიურ ფეხბურთთან, ყველაზე ახლო ნაცნობობა ტატა მატვეევას აქვს, რომელიც წლების მანძილზე ნორვეგიაში თამაშობდა. შესაძლოა, ამიტომაც, ამ კომპონენტში, ყველაზე მარტივად ალღო მოწინააღმდეგეს, მატვეევამ აუღო, თუმცა, საერთო ჯამში, შრომა არ უნდა დავუკარგოთ არც ჩვენი ნაკრების მცველებს და მთლიანად, თამაშს დაცვაში. აღნიშნულ ციკლში, ჩვენი ნაკრების სასტარტო შეხვედრას დღევანდელს თუ, შევადარებთ და თუ არ ჩავთვლით, რომ პირველში მეტოქედ შვედეთის ნაკრები გვყავდა, რომელიც მსოფლიოში მეორეა რეიტინგში და კარის მიმართულებით 44-ჯერ, ხოლო ჩარჩოში 10-ჯერ დაარტყა, ფინეთი კი, 25-ე ადგილზეა (საქართველო 123 ადგილზეა მხოლოდ) და დღეს, კარის ჩარჩოს მიმართულებით მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა დარტყმა, საქართველოს ნაკრებმა საშინაო მატჩს, წაგების მიუხედავად ცუდად არ გაართვა თავი.  მაგალითად, წინა შევხერაში, ჩვენ კარის მიმართულებით საერთოდ არ გვქონდა დარტყმული, ახლა კი, კარის ჩარჩოში, 3-ჯერ დავარტყით. შესაძლოა, ეს სტატისტიკა, ბევრისთვის ღიმილის თემაც კი გახდეს, თუმცა, თუ 5 წლის წინანდელი ნაკრების თამაშებს გავიხსენებთ, პატარა პროგრესი ამ ნაკრებს აქვს.


მეორე ტაიმში, ჩვენს კარში, მეორე გოლი სტუმრებმა კონტრშეტევაზე გაგვიტანეს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავესრულებინა გოლით შეტევა, გოლი, საკუთარ კარში 68-ე წუთზე მივიღეთ. კიდევ 2 წუთში კი, ხელით თამაშის გამო, უკრაინელმა მსაჯმა ჩვენების კარში, 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც სტუმრებმა ზუსტად გამოიყენეს. შეხვედრად კი 0-3 წავაგეთ.




„რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, რადგან ჯგუფში ქყველა ნაკრები ძლიერი შეგვხვდა და ფინეთიც ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი, მიუხედავად წაგებისა, მაგრამ გვქონდა ჩვენც მომენტები და ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ მე ჩემი ნაკრებით და გოგოების თავდადებით... კი, ჩამჯდრები ვიყავით მაგრამ ასეთ გუნდებთან 1 ნომრად თამაში რთულია. ამიტომ კონტრ-შეტევებზე გვქონდა აწყობილი და ჩანაფიქრი ეს თამაში",  - ამბობს ტატა მატვეევა.


საქართველოს ნაკრებმა, სამწუხაროდ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორე შეხვედრაც წააგო. მომდევნო მატჩს, კი ჩვენი გუნდი, 26 ოქტომბერს, სლოვაკეთში გამართავს.



მატჩის ფოტო-ალბომი