ბიზნესლიგაზე "ზამთრის არდადეგები" დასრულდა
ბიზნესლიგაზე "ზამთრის არდადეგები" დასრულდა

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დილიდან  ასპარეზობას ბიზნეს ლიგის გინდები. ამ მომენტისთის უკვე ჩატარდა 3 შეხვედრა. Geo Holding-მა 4-3 დაამარცხა ენერგო პრო.  თბილისის მერიამ, ასევე მინიმალური ანგარიშთ 3-2 მოუგო ელიტა ბურჯს, SSPS-ი დიდი ანგარიშთ 3-9 RS-თან დამარცხდა.

ამ წუთებში თბილისის ოლიმპიუ სასახლეში "ლიბერთი ბანკისა" და "ავერსის" შეხვედრა, მიმდინარეობს, „ავერსის" გამარჯვებით  6-0 დასრულდა.

ამ წუთებში იწყება საქართველოს უნივერსიტეტისა და "თელავის" მატჩი.

დღეს, ამ თამაშების გარდა, კიდევ 5 შეხვედრა გაიმართება. ნეიტრალური და ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, ყველაზე საინტერესო, ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩი სფფ-სა პსპ-ს შორის 16:30 დაიწყება.

26 იანვარს, კი ამავე დარბაზში, ფუტსალის  ლიგის  2017-2018  წლების  სეზონის მეექვსე ტურის მატჩები გაიმარტ. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „აგორა", გათამაშების მთავარ ფავორიტს „თელასს" დაუპირისპირდა.  შეხვედრა, დაძაბულ  და  სანახაობრივი გამოდგა და ყველასთვის მოულოდნელად, „აგორას" გამარჯვებით, 6-4 დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.  აღსანიშნავია, რომ  ლიგის  არსებობაში,  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკოსებმა ზედიზედ მეორე თამაში წააგეს.  

„დღევანდელი მარცხის  მიზეზი, ჩემპიონატში  მონაწილე  გუნდების  დონის  გათანაბრებაა. ლიგაში,  ოთხი  ისეთი  გუნდი ასპარეზობს,  რომელსაც შეუძლია  ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ფაქტია,  რომ  ჩვენი  გუნდი,  ვერ  არის  სასურველ  ფორმაში. დღევანდელ მატჩშ, ყველა  ორთაბრძოლა  დავთმეთ. თუმცა, ჩვენი  მიზანი  ტიტულის  ჩენარჩუნებაა და  იმედია, ამას  მოვახერხებთ",- ამბობს შოთა  თოფურია, თელასის ფეხბურთელი.

მნიშვნელოვანია, რომ „ზამთრის არდადეგების" დროს, ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა, ამხანაგური თამაშების ჩატარება და გაძლიერება მოახერხეს, რაც თუნდაც ამ შეხვედრაში აისახა. „პირველ რიგში,  მინდა  მივულოცო  ჩემს ბიჭებს გამარჯვება. თამაში, ძალიან  ცუდად დავიწყეთ. თუმცა,  შევძელით  შეხვედრაში  გარდატეხის  შეტანა.  ჩემი აზრით,  მოწინააღმდეგეს,  ჰქონდა   გაცილებით  უფრო  დიდი  უპირატესობა. თუმცა,  თითოეული  სანტიმეტრისთვის  ვიბრძოლეთ და მწვრთნელის  დავალება   მაქსიმალურად შევასრულეთ" - ამბობს, დავით ბობოხიძე, აგორას  ფეხბურთელი.

ტურის  დარჩენილ შეხვედრებში კი შედეგები დაფიქსირდა:  „ტატიშვილი"-   ბსუ-სთან  5-7,  „თბილისი" - „აფხაზეთი"  7-5;  „კოლხი" - „მართვე" 12:2 დაამარცხა.  ფუტსალის ლიგის VII ტური სტარტს  30 იანვარს  ქუთაისში აიღებს.