მე-4 გამარჯვების შემდეგ, მე-4 ადგილთან ერთი თამაშია დაშორება
მე-4 გამარჯვების შემდეგ, მე-4 ადგილთან ერთი თამაშია დაშორება
27.01.2018
ავტორი:

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მორიგი, რიგით მე-4 თამაში მოიგო. ქართველმა ფეხბურთელებმა, ამჯერად, ბელგიის ნაკრები დაამარცხეს 3-1. თუმცა, ამ მატჩამდე გია ნემსაძის ბიჭებმა, ამავე ანგარიშით 3-1, ჯგუფის ბოლო შეხვედრა წააგეს უკრაინელებთან და ბელარუსის „განვითარების თასი 2018"-ის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩნენ.

„ძალიან კარგი ტურნირია. დღევანდელ შეხვედრაში, გატანილო გოლების გარდა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი, კიდევ გქვონდა და ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად ამისა, ბელგიის ნაკრები ადვილად დავამარცხეთ, რომელიც ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ამ მომენტისთვის 4 გოლი მაქვს გატანილი. საერთო ჯამში ტურნირი, ცუდად არ ჩავატარეთ, თუმცა, ფინალში გადასასვლელად, ჯგუფის ბოლო შეხვედრა არ უნდა წაგვეგო. ის მარცხი, ყველას ბრალი იყო", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების დინამოელი.

ტურნირზე, 4 გატანილი გოლიდან ერთ-ერთი, ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს, „განვითრების თასი 2018"-ის მე-4 ადგილისთვის მატჩის ბოლო, დამატებულ წუთზე გაიტანა. თუმცა, მანამდე კვარაცხელიას, პირველ ტაიმში ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა. თუმცა, ბურთი ხარიხას მოხვდა.  ამ მატჩში კი ანგარიში, მე-4 წუთზე თერთმეტმეტრიანით ზუკა დავითაშვილმა გახსნა, ხოლო მე-18 წუთზე გიორგი გულიაშვილმა 2-მდე გაზარდა.

ახლა, ქართველ 17-წლამდე ფეხბურთელებს, ბელარუსში, ერთი შეხვედრაღა რჩებათ გასამართი.  28 იანვარს, ადგილობრივი დროით, 15:00 საათზე, სლოვაკეტთან მატჩში გაირკვევა, საბოლოოდ, რომელ ადგილზე გავა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, გია ნემსაძის გუნდი.

ფოტოზე ზუკა დავითაშვილი