„დინამომ" ნავსი გატეხა
„დინამომ" ნავსი გატეხა
27.01.2018
ავტორი:

საკლუბო ევროტურნირების შემდეგ, თბილისის „დინამო" რამდენიმე ლეგიონერმა დატოვა, მოგვიანებით კლუბი დატოვა ლევან ფაცაციამაც. ფაცაციას კლუბიდან წასვლა დღეს უკვე ოფიციალურად დაადასტურეს „დინამოშიც". „ფაცაცია აღარ არის ჩვენს გუნდში", - განაცხადა დღეს, „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ.

სანაკრებო თამაშების წინ, ლევან ფაცაცია, რომელიც ნაკრების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია და მისი ფორმაში ყოფნა ეროვნული ნაკრებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე არ ირიცხება არცერთ გუნდში. შესაბამისად, სანაკრებო შეკრების წინ, ნაკლები სათამაშო პრქატიკა ექნება.  თუმცა, სუპერლიგის კალენდარულ თამაშებს აქტიურად ესწრება. „დინამომ" კი, ფაცაციას წასვლის შემდეგ, ახალი სერბი ლეგიონერი ალექსანდერ მიტროვიჩი დაიმატა. ცნობილი სეხნია ფეხბურთელისგან განსხვავებით, 27 წლის სერბი კალათბურთელი საქართველოს ჩამოსვლამდე, ყატარის საკალათბურთო ლიგაში თამაშობდა.

203 სმ ბელგრადელი ფორვარდის ანგარიშზე დღეს, „ბათუმის" წინააღმდეგ თამაშის ბოლოს, 18 ქულა დაგროვდა. აქედან სერბმა პირველ მეოთხედში მხოლოდ 2 ქულის გაკეთება შეძლო. ქულები კი, ძირითადად ბოლო მეოთხედში და ოვერტაიმში ააგროვა. კიდევ ერთი მომენტი, მიტროვიჩს, მაშინ როდესაც „დინამოსა" და „ბათუმის" მატჩის ძირითადი დროის დამთავრებამდე წამები აკლდა, მიტროვიჩის ნასროლი 3-ქულიანი მიზანს ასცდა.

„მიტროვიჩმა, გუნდთან ერთდ, მხოლოდ 3 ვარჯიში ჩაატარა. ერთი შეხედვით, არის კარგი ბიჭი. აქვს კარგი ხასიათი და რაც მთავარია, მას არ ეზარება შრომა და უნდა, გუნდთან ერთად ყოფნა. ასე რომ, იმედი მაქვს, ის კიდევ მოუმატებს. სერბი აბსოლუტურად ჯდება გუნდის სქემაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, არ არის საჭირო კოდიციაში, იმედია მალე სრულად გაივლის ადაპტაციას და დაგვეხმარება", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.

მიტროვიჩის ადაპტაციამდე კი დღეს დინამოელთა შორის გიორგი შარაბიძეს გამოვყოფდით. ორმაგ დუბლამდე დინამოელს მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. „დინამომ" თამაშის დასაწყისშივე ხელთ იგდო ლიდერობა და პირველი მეოთხედის 4:12, 10 ქულით იგებდა შეხვედრას 14-4. საბოლოოდ, მატჩის ეს ფრაგმენტი, „დინამომ" 24-7 მოგიო. თბილისელებს 24-დან 11 ქულა მიხეილ ბერიშვილმა და 8-ც გიორგი შარაბიძემ მოუტანეს.  ასეთი სტარტის მიუხედავად, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოსული ხელის თითზე ჩამოსათვლელი გულშემატკივრებიდან, ძალიან ცოტას თუ ეგონა, რომ „დინამო" ადვილად გაიმარჯვებდა. თანაც, თუ იმ გარემოებებსაც გავითვალისწინებთ, რომ გუნდმა 2018 წელს 4 მატჩი გამართა და ყველა წააგო. ამას, 2017 წლის ბოლოს „სოხუმთან" გადარჩენილი თამაშიც ემატება.

მოკლედ, მეორე მეოთხედის საწყის წუთებზე ბათუმმა ნელ-ნელა თამაში გამოასწორა. აჭარული გუნდის მოთამაშეები, უფრო თამამად ისვრიდნენ 3-ქულიანებს. განსაკუთრებით, ილია შემოსიუკი და სპენსერ კოლინზი გამოირჩოდნენ. თუმცა, არც დინამოელ ლეგიონერებს კიელ ტურპინსა და ლეველ ბოიდს მისდიოდათ საქმე ცუდად. მიუხედავად ამისა, ეს მეოთხედი „დინამომ" 19-25 წააგო. მატჩში კი 9 ქულით (43-32 ) წინ, კვლავ დინამოელები იყვნენ.

ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესამე  და მეოთხე მეოთხედი ბათუმელი სპენსერ კოლინზის „იყო". შემოსიუკთან ერთად მესამე მეოთხედის ბოლოს კოლინზსაც 16 ქულა ჰქონდა დაგროვილი. საბოლოოდ კი შემოსიუკმა ამ მატჩში ყველაზე მეტი 27, ხოლო სპენსერ კოლინზმა 20 ქულა დააგროვეს. „ბათუმმა" კი მესამე მეოთხედში, მოახერხა და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. იმის გათვალისწინებით, რაც ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩში, ბათუმში, 12 იანვარს მოხდა („ბათუმმა" 77-71 დაამარცხა „დინამო"), რთული წარმოსადგენი არ იყო, რომ ამ შეხვედრაშიც ოვერტაიმს აუცილებლობის დიდი შანსები იყო. „ბათუმმა" მესამე მეოთხედიც, მეორის მსგავსად მოიგო (22-29).

„ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს, როცა ვაგებთ, მაგრამ განსაკუთრებით ახლა. დღეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის - ანდრეიევიჩის გარეშე ვითამაშეთ, მას ტრავმა აქვს. ამის გარდა, გვქონდა სამი ტექნიკური ჯარიმა. ამ ყველაფერმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. თუმცა, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო თამაშებზე", - ამბობს ვლადიმერ ბოსნიაკი, „ბათუმის" მთავარი მწვრთნელი.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე, „დინამო" ახერხებდა 6 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას, სანამ  შემოსიუკმა და ერიკ ჩილდრესმა ზეიდიზედ ზუსტად ისროლეს საქმულიანები, დინამოელთა ყველა მცდელობა კი უშედეგო იყო. მატჩის დასრულებამდე 4:10 ადრე, ლიდერის ცვლილება პირველად დაფიქსირდა.  თამაში ქულა-ქულაში წავიდა. 46, 3 წამით ადრე, წინ კვლავ ბათუმელები იყვნენ 2 ქულით. ირაკლი ხოშტარიას, კი  მატჩის გადასარჩენად  ცოტა დრო და იღბალი რჩებოდა. იმ შემთხვევაში, თუკი „დინამო" წააგებდა,  ეს ხოშტარიას გუნდის ზედიზედ, მე-5 მარცხი იქნებოდა და გუნდში არსებულ კრიზისზე აშკარად მიუთითებდა. თუმცა, დინამოელებმა ჯერ შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს 82-82 (მეოთხედი, კვლავ „ბათუმმა" მოიგო 17-21).

„სამწუხაროდ, ბევრი რამ ამ ეტაპზე, ვერ გამოვასწორეთ. თუმცა, გამარჯვებების დროსაც ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ძალიან გაგვიჭირდება. ახლა, გვჭირდება მობილიზება, სწორი განსჯა. ასეთ დროს, მთავარია დისციპლინა. თორემ, სპორტში, ხანდახან წააგებ. ამიტომ, უნდა გავაგრძელოთ, უნდა ვიმუშაოთ. სამუშაო კი ბევრი გვაქვს. იმ ხარვეზების წილი, რის გამოც 4 თამაში წავაგეთ, გამოვასწორეთ. ძირითადად, დაცვაში თამაში. დანარჩენს, ეტაპობრივად მივხედავთ. უკვე, დღევანდელ მატჩში, გქვონდა მეტი როტაცია და ეს, ძირითადად, ახალი მოთამაშის ხარჯზე მოხდა. სხვა მოთამაშეებს მივეცი მეტი დასვენების საშუალება", - ამბობს ირაკლი ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, მოკლე სკამის (გუნდიდან წასული და მიკროტრავმების მქონე მოთამაშეების) გამო, მთელი თამაშის ჩატარება 6-7 კალათბურთელით უწევდა. დღეს, კი ერთი ზედმეტი, ახალი მოთამაშის წყალობით, ხოშტარიამ დინამოელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამ დღეს, მოედანზე ყველაზე მეტი, 39:27 ლაველ ბოიდმა დაჰყო. „დინამომ" კი 94-87 გაიმარჯვა და 2018 წელს სუპერლიგის პირველი მატჩი მოიგო (იხ. სტატისტიკა)

გუნდის დებიუტანტის მიტროვიჩის გარდა, დღეს 10 ქულიან ზღვარს, კიდევ 4-მა დინამოემა გადააბიჯა, ბოიდის ანგარიშზე 15, შარაბიძის 14, ბერიშვილის 13 და ტურპინის 12 ქულაა. ბათუმელთაგან, შემოსიუკისა და კოლინზის გარდა, 15 ქულით, ერიკ ჩილდრესი გამოირჩა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს კიდევ 2 მატჩი გაირამთა. თავდაპირველად, „მარნეული დელტა" და „ქუთაისი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი, „ქუთაისის" გამარჯვებით 63-81 დასრულდა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა დღევანდელი დღის ბოლო მატჩი, რომელშიც, „კაკტუსმა", მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხა „მგზავრების" გატეხვა და 90-82 გაიმარჯვა. კიდევ ერთი შეხვედრა, გუშინ, რუსთავში გაიმართა. რუსთავში, „რუსთავმა" 3-ქულიანი სხვაობით 75-72 სძლია „ოლიმპს".

სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 8 და 10 თებერვალს გაიმართება. ამ მომენტისთვის კი სატურნირო ცხრილში, 29 ქულით, „ქუთაისი" ლიდერობს.

 კალათბურთის ფედერაციის ფოტო