ტალახაძისთვის ხმის მიცემის ვადა კი 31 იანვარს იწურება, კახიაშვილი კი IWF-ის კომიტეტის წევრად აირჩეს
ტალახაძისთვის ხმის მიცემის ვადა კი 31 იანვარს იწურება, კახიაშვილი კი IWF-ის კომიტეტის წევრად აირჩეს
26.01.2018
ავტორი:

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 2017 წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს.  გამოკითხვა, რომელიც 2018 წლის 31 იანვარს სრულდება და მასში გამარჯვების დიდი შანსი ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძესაც  აქვს. ამისთვის კი თქვენი, აქტიურობაა საჭირო, დრო კი ცოტა რჩება. მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანთა გამოკითხვაში, საერთაშორისო ფედერაციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის, იმისთვის, რომ ლაშა ტალახაძეს მისცეთ ხმა უნდა გადახვიდეთ ლინკზე http://www.iwf.net/best-lifters-2017/ და ამის შემდეგ, მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციას:

-               გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე;

-               მონიშნოთ ლაშა ტალახაძე;

-               აუცილებლად მონიშნოთ ძალოსანი ქალიც;

-               მომდევნო ველებში ჩაწეროთ, თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლში მიუთითოთ რიცხვი, რომელიც გრაფაშია მოცემული;

-               თქვენი არჩევანი დაადასტუროთ ღილაკს „vote"-ზე დაჭერით.

ვიდრე ეს გამოკითხვა დასრულდება, მანამდე საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ფედერაციების აღიარების კომისიის წევრად აირჩიეს. კომისიის ფუნქცია ძალოსნობის ფედერაციაში წევრი ფედერაციების მიღება, ასევე შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საერთაშორისო ფედერაციიდან გარიცხვა იქნება.  კახი კახიაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა.

პარალელურად, საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება, რომელსაც ბათუმის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს. 2 დღის წინ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ძალოსნობის ფედერაციისგან მიიღო შემოთავაზება, ევროპირველობის წლეულს, მარტში საქართველოში ჩატარების თაობაზე, რადგან წინასწარ შერჩეულმა მასპინძელმა ქვეყანამ, ალბანეთმა საორგანიზაიო საკითხები ვერ მოაწესრიგა და ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღმასკომმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ევროპირველობის წლეულს მასპინძლობაზე, ვინაიდან 2 თვეში საორგანიზაციო საკითხების გადაჭრა ვერ მოხერხდებოდა. შესაბამისად,  ფედერაცია და კულტურისა და სპორტის სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით აგრძელებს მზადებას 2019 წლის მარტში, ბათუმის ახალ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მისაღებად. ამ საკითხთან დაკავშირებთ განმარტება გააკეთეს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა.

ვაჟა დანელიას ფოტო