საქართველო 55 ქვეყანასთან ერთად, უეფას ახალ ტურნირში ებმება
საქართველო 55 ქვეყანასთან ერთად, უეფას ახალ ტურნირში ებმება
24.01.2018
ავტორი:

ანდორა, ყაზახეთი, ლატვია - ამ სამეულს, ბოლო კალათიდან საქართველო შეუერთდა. D ლიგის 1 ჯგუფში, თამაშები, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და ფლეი-ოფში გასასვლელად, გუნდებს მიმოსვლით მოუწევთ თამაში.  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, უეფას ახალ პროექტში, ერთა ლიგის გათამაშებაში, 55 ქვეყანასთან ერთად ჩაება.

D ლიგის 4 ჯგუფი შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ჯგუფი: საქართველოლატვია, ყაზახეთი, ანდორა;

II ჯგუფი:  ბელორუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო;

III ჯგუფი: აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო.

IV  ჯგუფი: მაკედონია, სომხეთი,  ლიხტენშტეინი, გიბრალტარი.



წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც ესწრებოდნენ.

D ლიგის ჯგუფებში გამარჯვებულები, 4 გუნდი, C-ში გადავლენ, სადაც  უკვე 2020 წლის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. რეიტინგით საუკეთესო  4 გუნდი, რომლებიც ევრო-2020-ის გათამაშებაში ვერ მოხვდებიან, 2020 წლის მარტში, ევროპის ჩემპიონატის გადასასვლელ თამაშებს გამართავენ.

ამ მომენტისთვის უეფას ოფიციალურმა საიტმა, უკვე გამოაქვეყნა ერთა ლიგის სავარაუდო კალენდარი, რომლის მიხედვითაც, უახლოეს ხანში ზუსტი სათამაშო ბადე შედგება. პირველი მატჩებისთვის კი, 2018 წლის 6-8 სექტემბერი გაინსაზღვრა.

1 ტური : 6-8 / სექტრემბერი / 2018

2 ტური : 9-11 / სექტემბერი / 2018

3 ტური: 11-13  / ოქტომბერი / 2018

4 ტური : 14-16 / ოქტომბერი / 2018

5 ტური: 15-17  / ნოემბერი / 2018

6 ტური: 18-20  / ნოემბერი / 2018

ფინალური ეტაპის წილისყრა, 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-9 ივნისს ჩატარდება. ევრო 2020-ში გადასასვლელი მატჩების წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს არის დაგეგმილი. ხოლო, გადასასვლელი მატჩები 2020 წლის 26-31 მარტის პერიოდში გაიმართება.


ერთა ლიგაზე სხვა ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ლიგა

I ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია

II ჯგუფი: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია

III ჯგუფი: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი

IV ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

B ლიგა:

I ჯგუფი: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

II ჯგუფი: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი

III ჯგუფი: ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია

IV ჯგუფი: ირლანდია, დანია, უელსი

C ლიგა:

I ჯგუფი: ალბანეთი, ისრაელი, შოტლანდია

II ჯგუფი: ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი

III ჯგუფი: ნორვეგია, კვიპროსი, ბულგარეთი, სლოვენია

IV ჯგუფი: მონტენეგერო, ლიტვა, სერბეთი, რუმინეთი

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, დღეს, 24 იანვარს, უეფას ერთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის წილისყრამდე, ახალი ტურნირის თასისა და ჰიმნის პრეზენტაციაც გაიმართა. ახალი თასი, ერთგვარი დროშაა, რომელიც 55 ნაციონალური ასოციაციის ერთობას ამსახველ ფლაგშტოტზე, სიმეტრიულად არის დაშვებული. ტროფეი, ვერცხლის მასალისგან არის შექმნილი და შიდა ნაწილი, ტურნირის ფერებით არის დაფერილი. ერთა ლიგის თასი 71 სმ სიმაღლისაა და 7,6 კგ-ს იწონის. ახალ თასის აღმართვას, პირველი გამარჯვებული 2019 წლის ივნისში შესძლებს. ლოზანაში შეკრებილ საზოგადოებას, ტროფეი, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა წარუდგინა.


რაც შეეხება ახალი ტურნირის ჰიმნს, კომპოზიცია, ენერგიისა და აზარტის გამოხატულებაა, რაც მისი შემქმნელების აზრით, ერთა ლიგის ყველა მატჩის დროს, მთავარი მამოძრავებელი იმპულსი გახდება. ერთა ლიგის ახალი ჰიმნი, რომელიც ლოზანას ოპერის გუნდმა შეასრულა, ლათინურ ენაზეა და სიმფონიური პოლიფონიურობისა და ელექტრონული მუსიკის ჟღერადობის ერთგვარი სინთეზია. ჰიმნი, გაჟღერდება ყველა იმ ღონისძიებაზე, რაც ერთა ლიგის ეგიდით ჩატარდება.

შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და ოთხი ლიგის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს, ვადაზე ადრე მოიპოვებს.

ფოტო: UEFA EURO 2020 და სფფ