ზურა კვესტაძემ ასვლა დაიწყო
ზურა კვესტაძემ ასვლა დაიწყო
27.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


შერპების გარეშე და უჟანგბადოდ, სწორედ, ასე აპირებს ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელი ზურა კვესტაძე, სააკლიმატიზაციო ასვლის შემდეგ, მწვერვა მანასლუზე (8163 მ) შეეცდება ასვლას. გუშინ, მთამსვლელმა, სოციალურ ქსელში შეტყობინება დატოვა, სადაც მწვერვალზე გასვლის შესახებ განაცხადა.


23 სექტემბრის ჩანაწერი:

„გუშინ დავბრუნდი ბეისქემფში,  პირველი სააკლიმატიზაციო გასვლიდან

1 დღე - ღამისთევა პირველ ბანაკში 5700 მ.

2 დღე - ღამისთევა მე-2 ბანაკში 6400 მ. ჯერ ამ სიმაღლეზე არასოდეს გამითევია.

3 დღე - ღამისთევა მე-3 ბანაკში 6800 მ.

4 დღე - ღამისთევა ისევ მე-3 ბანაკში, მარტო ზევით წასვლა არ იქნებოდა კარგი , ჯერ არავინ ყოფილა C4 -ში, არც თოკებია და არც კვალი, ამიტომ ისევ 6800-ზე გავათიე და დავეშვი საბაზო ბანაკში 4700-ზე.

ესეც გზა პირველი ბანაკიდან მეორე ბანაკისკენ"




24 სექტემბრის ჩანაწერი:

„მოკითხვა ჰიმალაებიდან ბატონ Gogi Tsulaia / გოგი წულაიას.  მარტოც არ ვიწყენ"

იხილეთ ვიდეო

 


26 სექტემბრის ჩანაწერი:

„წავედი მე და აბა, ხომ გახსოვთ რითი ლოცავდა ზურიკელას ბებია ? "


შეგახსენებთ, რომ ზურა კვესტაძე, ჰიმალაიში პირველად წავიდა გუნდის გარეშე და ამასთან, მთამვლელი პირველად შეეცდება 8-ათასიან მწვერვალზე ასვლას. ჩვენი გვერდი, შეეცდება თვალი მივადევნოთ ზურას შეტყობინებებს და პერმანენტულად, ასვილის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ.

 


ფოტო: @wildyakexpeditions.com