ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიგო
ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიგო
26.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე მედალი, „ზაგრების გრან პრიზე" ლუკა მაისურაძემ მოიგო. -90კგ წონიათ კატეგორიაში 23 წლის ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და ფინალამდე, საკმაოდ გარჯაც მოუხდა. მისი პირველი მეტოქე, იტალიელი ჯენარო პირელი იყო, რომლის დამარცხებაც ქართველმა ერთი ვაზარით მოახერხა.

მეორე შეხევდრაში, ნიდერლანდელ ჯასპერ სმნიკთან, ლუკამ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, შეხვედრის დამთავრებამდე,  38 წამით ადრე მოახერხა ვაზარის აღება და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც, უკრაინელ სტანისლავ გუნჩენკოს შეხვდა, დამატებით დროში, კვლავ ვაზარით მოახერხა მოგება და ფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს დაუპირისპირდა.


სამწუხაროდ, ლუკა, მამადალიმ ერთ-ერთი მოძრაობისას დაიჭირა - შეცვალა მოძრაობა და 2:28 წუთზე იპონით დაამარცხა.


ამავე წონით კატეგორიაში, ბრიჯნაოს მედალი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილმა მოიგო.


აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, -81 კგ წონით კატეგორიაში, „ზაგრების გრან პრის" გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი გახდა.


ასევე იხილეთ ზაგრების გრან -პრი

 


ფოტო: @IJG / (c) Di Feliciantonio Emanuele