მარია კაზაკოვამ და გორგი რევიამ პეკინის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიოპოვეს
მარია კაზაკოვამ და გორგი რევიამ პეკინის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიოპოვეს
26.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფუგურულ ციგურაობაში საქართველო, ოთხივე სახეობაში იქნება წარმოდგენილი. ბოლოს, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, გერმანიაში, ობერსდორფში დასრულებულ ტურნირზე მოიპოვეს.


სპორტულ ცეკვებში, ოლიმპიური თამაშებისთვის დარჩენილი ბოლო 4 საზგურისთვის, 17 ქვეყნის 20 წყვილი იბრძოდა. ასპარეზობის პირველი დღის შემდეგ, კაზაკოვასა და რევიას წყვილი, 66.95 ქულით მხოლოდ მეხუთე საფეხურზე იყო. დღეს კი, თავისუფალ პროგრამაში, ქართულმა წყვილმა საკმაოდ სანახაობრივი ნომერი შემოგვთავაზა, დატვირთული ბევრი ტექნიკურად რთული ელემენტით, 106.25 ქულა მიიღო და ამ დისცილპინაში მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, ჯამში, ჩვენებმა 173,20  ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები დაიმასახურეს. თუმცა, მთავარი, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეს.


 იხილეთ ქართული წყვილის გამოსვლა




„ოთხივე  სახეობაში ოლიმპიადის  საგზურები - ის დიდი მიზანი იყო, რომლისათვისაც  ღირდა  ბრძოლა , ხშირად თავგანწირვამდე მისულიც კი ,ეროვნული ფედრაციის ისტორიის ახალი ფურცლის დასაწყებად. 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა სპორტსმენებმა დამსახურებულად მოიპოვეს ოლიმპიური საგზურები და ეს ყველაფერი, ჩვენი ქვეყნის სასახელოდ", - ამბობს მარიამ გიორგობიანი, ფედერაციის  პრეზიდენტი, რომელსაც, ამ წარმატებაში არანაკლებგი წვლილი მიუძღვის - სითამამე და რიგ შემთხვევაში სივაჟკაცეც კი.


პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფუგურულ ციგურაობაში საქართველოს წარადგენენ:

ქალებში - ალინა ურუშაძე

მამაკაცებში - მორის ყვითელაშვილი

სპორტული  ცეკვებში - მარინა კაზაკოვა და გიორგი რევია

სპორტულ  წყვილებში - კარინა საფინა და ლუკა ბერულავა





ასევე იხილეთ:

კიდევ ერთი ლიცენიზია პეკინის ოლიმპიადაზე

ორი ქართული წყვილი, გერმანიაში, პეკინის ოლიმპიური თამაშების ბოლო ლიცენზიების მოსაპოვებლად იბრძვის