ოლიმპიური ოქროსთვის იაკობ ქაჯაია 2 აგვისტოს იჭიდავებს
ოლიმპიური ოქროსთვის იაკობ ქაჯაია 2 აგვისტოს იჭიდავებს
01.08.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ყულაბაში, დღეს, კიდევ ერთი გარანტირებული მედალი არის, რომლის სინჯიც ხვალ გაირკვევა. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მოჭიდავეთა ტურნირზე, დღეს,  ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპული თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 130კგ-ში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია  ასპარეზობდა. ჩვენებურმა ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ოქროს მედლისთვის,  ქაჯაია, შეხვედრას 2 აგვისტოს გამართავს. მისი მეტოქე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2008, 2012, 2016),  კუბელი ლოპესი ნუნიესი იქნება.


თუმცა, ვიდრე, ფინალში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებდა, ქაჯაიამ დამაჯერებლად მოიგო 1/8 ფინალური და 1/4 ფინალური შეხვედრები, შესაბამისად ფინელ ელიას კოუსმანენთან (9-0) და რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან სერგეი სემიონოვთან (3-1). იაკობმა ნახევარფინალში ჩილელ აკოსტა ფერნანდესთან შეხვედრა 1-1 დაასრულა, თუმცა ბოლო ქულის პრინციპით გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.



წინასწარი შეხვედრების შემდეგ, ფინალური ბლოკის და ე.წ. დამამშვიდებელი წრის დაპირისპირებები მეორე საშეჯიბრო დღეს იმართება. შესაბამისად, ქართული სპორტის გულშემატკივარს, ქაჯაიას ფინალური შეხვედრა ნახვა, ხვალ, თბილისის დროით, 14:30 წუთიდან შეეძლებათ.


ხვალვე, საჭიდაო ხალიჩაზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კიდევ ერთი ქართველი, 97კგ-ში წონით კატეგორიაში, გიორგი მელია იასპარეზებს და 1/8 ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, მუსა ევლოევს შეხვდება.



სეოკ-ისა და სპორტის სამინისტროს ფოტოები