ბრძოლაში მოპოვებული ბრინჯაო!
ბრძოლაში მოპოვებული ბრინჯაო!
31.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბრძოლაში მოპოვებული კიდევ ერთი მედლით, რამდენიმე წუთის წინ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს მედლების ყულაბა, ბრინჯაოს მედლით დამძიმდა. ტოკიო 2020-ის პირველი მედალი ძალოსნება აიღეს. ანტონ პლესნოი, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, უპირველესად, საკუთარ თავთან, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


96კგ კატეგორიაში ასპარეზობა, ფიცარნაგზე, საკმაოდ მოულოდნელად განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც მედლებისთვის მებრძოლმა ბევრმა სპორტსმენმა, ვერ მოახერხა სიმძლივის დათრევა, ქართველისთვისაც მძიმე გამოდგა. ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ატაცში, 177კგ დაძლია, აკვრაში 201 კგ და საერთო ჯამში, 387 კგ-თი მეორე ადგილზე გასულ ქეიდომარ ვალლენილლას მსგავის შედეგი დააფიქსირა. ვენესუელმა აკვრაში წონა, რომელიც ჩვენმა პლესნოიმაც შესძლო, უბრალოდ ადრე შეუკვეთა და ადრე ასწია, თუმცა ამის შემდგე, დარჩენილი ორი მცდელობა გააფუჭა. ანტონმა კი აკვრაში, პირველ ცდაზე 207კგ დასძლია. მეორე ცდაზე, პლესნოი 201 კგ შტანგის აწევას შეეცადა, თუმცა, მუხლი დაიზიანა. ბოლო, მესამე ცდისას კი, გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, წონა მაინც დააფქისირა.


ოქროს მედლის მფლობელი კი, ყატარელი ფარეს იბრაჰიმი, ჯამური წონით,  402კგ გახდა. ყატარელმა, ჩემპიონობა პირველივე ცდაში გაინაღდა, მეორე ცდაში, აკვრაში 225 კგ შეუკვეთა და ოლიმპიური თამაშების რეკორდიც დაამყარა აკვრაში. თუმცა მსოფლიო რეკორდის დამყარება ვერ მოახერხა.



სპორტის სამინისტროს ფოტო