სამწუხაროდ, მედლების გარეშე
სამწუხაროდ, მედლების გარეშე
30.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლების გარეშე დაასრულეს ასპარეზობა, ქართული დელეგაციის კიდევ ორმა წევრმა - მოკრივემ ესკერხან მადიევმა და ბირთვის მკვრელმა სოფიო შათირიშვილმა.


მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ესკერხან მადიევიც (69 კგ), რომელმაც ორი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო, რაც იმას ნიშნავდა რომ გამარჯვების შემთხვევაში მადიევი ნახევარფინალურ საგზურთან ერთად, ბრინჯაოს მედალს გაინაღდებდა.


სამწუხაროდ, ქართველი მოკრივე რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან ანდრეი ჟამკოვოისთან, სამივე რაუნდში ქულებით, 5-0 დამარცხდა  და მედლის მოპოვება ვერ შეძლო.




ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, დებიუტი ჰქონდა ბირთვის მკვრელ სოფიო შათირიშვილსაც, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში იასპარეზა. ქართველმა, ბირთვი 15.31 მეტრზე ჰკრა, რაც საერთო ჩათვლაში (კონკრეტულ ჯგუფში, მხოლოდ მე-12 შედეგი იყო) და სამწუხაროდ, ამ შედეგით სოფიომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა. ამ ჯგუფში, საუკეთესო შედეგი ჩინელმა სპორტსმენმა აჩვენა, რომელმაც ბირთვი, 19.46 მეტრზე ჰკრა.


ხვალ, 31 ივლისს ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება ორი ქართველი სპორტსმენი - სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა და ძალოსანი ანტონ პლესნოი (96 კგ).