მამუკელაშვილი დრაფტზე ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა აირჩია
მამუკელაშვილი დრაფტზე ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა აირჩია
30.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე, სანდრო მამუკელაშვილი,რომელმაც გასული 2 სეზონი Big East-ის კონფერენციის წამყვან გუნდ Seton Hall-ში გაატარა და ბოლო სეზონში კონფერენციის სეზონის MVP გახდა, დრაფტზე 54-ე ნომრად Milwaukee Bucks-მა აირჩია. ამის შესახებ, ცნობილი დრაფტის დაბრუნების შემდეგ გახდა.  


ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართულ მორიგ დრაფტზე, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგამ, ნიჭიერი მოთამაშეების ახალ შევსებას მიიღო. დრაფტზე კანდიდატად დარეგისტრირებული, ასობით მოთამაშე იყო, თუმცა, ბედი,  მხოლოდ 60 მათგანს გაუღიმებდა. წესის თანახმად, ნბა-ს 30-ივე კლუბი პირველ და მეორე წრეში თითო მოთამაშეს აირჩევს და ამით მათზე ფლობის უფლებას მოიპოვებს.


ამჯერად, დრაფტზე დარეგისტრირებულთა შორის ორი ქართველი მოთამაშე იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი და რუსთავში დაბადებულ-გაზრდილი, თუმცა ავსტრიის მოქალაქე გიორგი ბეჟანიშვილი. ორივე მათგანმა გასული წლები NCAA-ში გაატარა. სანდრო მამუკელაშვილს გამორჩეული სტატისტიკა და ტიტულები აქვს მოპოვებული. ის გახდა Big East-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშე. მამუკელაშვილი მატჩში საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 2.2 პასსა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა. 211 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშემ წინა სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა და საშუალო სტატისტიკა 11.9 ქულიდან 17.5 ქულამდე გაზარდა.