ტოკიოს ოლიმპიადაზე „თუში“ ვერცხლს დასჯერდა
ტოკიოს ოლიმპიადაზე „თუში“ ვერცხლს დასჯერდა
30.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვაჟთა შორის გუნდური მეორე ადგილი, 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი, 7 წონით კატეგორიაში, რაც ერთი მედლით ჩამორჩება, ოლიმპიური თამაშების მასპინძელი, იაპონიის ნაკრებს, რომელმაც საერთო ჯამში, 5 მედალი, თანაც ყველა ოქროსი მოიგო და ზაფხულის თამაშებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. თუმცა, ალბათ, აქვე ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ქართველებმა ექვსში, 1/2 ფინალი იჭიდავეს. აქდან ორმა, სამწუხაროდ, წარუმატებლად რეპეშაჟიდან გააგრძელა ასპარეზობა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ. ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მე-7 საფეხურზე გადვია.


ქართული ძიუდოს ისტორიაში, პირველად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.


მთელს ამ საბოლოო სტატისტიკამდე, დღეს, +100კგ-ში გურამ თუშიშვილმა იასპარეზა. ქართველმა სტარტი საკმაოდ კარგად აიღო და ტაჯიკი თემურ რახიმოვი დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა, „თუშიმ", უკვე, ბრაზილიელი რაფაელ სილვას წინააღმდეგ გამართა და იქაც იმარჯვა.


პარალელურად, ამავე წონაში, ფრანგი ტედი რინერი იბრძოდა ოლიმპიური ოქროსთვის. თუმცა, ყველაზე ტიტულოვან ფრანგს, გზად, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, ტამერლან ბაშაევი შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ რინერი უფრო აქტიური იყო, ბაშაევმა, მისი დამარცხება 1/4 ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში მოახერხა. შემდეგ, 1/4 -იც მოიგო და 1/2 ფინალში, ჩვენს თუშის დაუპირისპირდა.


ძიუდოს გულშემატკივარს, ემახსოვრება, რომ 2021 წელს, თუშიშვილისა და ბაშაევის დაპირისპირება როკ-ის წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ამჯერად, „თუშიმ", ორი ვაზარით, ტემირლანის დამარცხება შესძლო და მეოთხე ქართველი ოლიმპიელი გახდა, რომელმაც ფინალში ასპარეზიბის უფლება მოიპოვა.


ტოკიოს ოლიმოიურ თამაშებზე, ბოლო წონითი კატეგორიის ფინალში, თუშიშვილი, ჩეხ, ლუკას კრაპლეკს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.


ჩეხეთი ნაკრები კი, სწორედ, ამ ოქროს მედლით, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა აღნიშნული გუნდისთვის,  საქართველოს ნაკრების შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.  



სპორტის სამინისტროს ფოტო