გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
21.07.2021
ავტორი: თ.ჯ.

დღეიდან, 21 ივლისიდან, საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში დაიწყებს. ჩვენი გოგონები, ტურნირისთვის, რომელიც 6-15 აგვისტოს თბილისში ჩატარდება, აქამდე, თელავში ემზადებოდნენ.


ევროპის ჩემპიონატზე, თბილისში, მონაწილეობის მისაღაბად, 10 გუნდი ჩამოვა და საწყის ეტაპზე, ორ ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოს გოგონათა ნაკრებს,ნიდერლანდების, უკრაინის, საბერძნეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად მოუწევს ასპარეზობა.