ორი ოლიმპიური ლიცენზია მოცურავეების ანგარიშზეა
ორი ოლიმპიური ლიცენზია მოცურავეების ანგარიშზეა
20.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოდან წამსვლელ ლიცენზირებულ ოლიმპიელთა რიცხვს, კიდევ ორი დაემატა. ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა. ტოკიოში თამაშები მონაწილეობის მისაღებად, 100 მეტრზე თავისუფალის სტილით მოცურავეები, მარიამ იმნაძე და დავით აბესაძეც გაემგზავრებიან.


20 ივნისისთვის, ჩვენ უკვე ოფიციალურად 21 ოლიმპიელი გვყავს. თუმცა, ეს რიცხვი უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მომენტისთვის არაოფიციალური ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ლიცენზიების საბოლოო დასტურს ელიან, ძიუდოისტები, ბატუტზე მხტომელები, ტანმოვარჯიშეები, ჩოგბურთელები და კიდევ, რამდენიმე სახეობის წარმომადგენლები. არაოფიციალური ინფორმაციით, საბოლოო ჯამში, ტოკიო 2020-ზე მონაწილე სპორტსმენთა რიცხვი, 3-დან 5 ათეულამდე იქნება.