"საგზურის" შემდეგ, ერთა თასიც მოიგეს!
"საგზურის" შემდეგ, ერთა თასიც მოიგეს!
19.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმას გარდა, რომ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ რაუნდში იასპარეზებს, ჩვენმა გუნდმა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში IHF/EHF ერთა თასის ფინალში კვიპროსს დაუპირისპირდა და ანგარიშით, 18-32 დაამარცხა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ეტაპზე საასპარეზოდ, საგზური, თბილისში დასრულებული ერთა თასის ½ ფინალის მოგების შემდეგ გაინაღდეს. თუმცა, საკმაოდ ძლიერ კვიპროსის ნაკრებთან, საკუთარ კედლებში გამარჯვება ქართველებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო. ამ დაპირისპირებაში, გათამაშების გოლეადორთა შორის საუკეთესოც უნდა გამოვლენილიყო. ფინალურ მატჩამდე, ქართველ გიორგი ცხოვრებაძეს და კვიპროსელ ხრისტოს არგირუსს, 24-24 გოლი ჰქონდათ გატანილი. საით მეტო კიდევ ერთ, მოლდოველ სპორტსმენს.


დღევანდელ შეხვედრაში კი, გიორგი შეუჩერებელი იყო და 12 გოლის გატანა მოახერხა. ის, მატჩის საუკეთესო ხელბურთელადაც აღიარეს. საბოლოოდ, გიორგიმ 36 გატანილი გოლით, გოლეადორთა პირველობა მოლდოველ რომან ზაცაციურინთან ერთად გაიყო. თამაშს რაც შეეხება, ის ქართველთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი, ჩვენმა გუნდმა 6-14 მოიგო, შესაბამისად, შეხვედრის მეორე ნახევარშიც არ დათმო უპირატესობა და იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც, კვიპროსმა მთლიან შეხვედრაში.



ხელბურთის ფედერაციის ფოტო