ილიაუნის რევანში ბათუმის აკადემიასთან
ილიაუნის რევანში ბათუმის აკადემიასთან
08.05.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა


თბილისის ოლიმპიურ სასხლეში ფუტსალის ლიგა 2-ის X ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი და ილიაუნი 2 დაუპირისპირდნენ. ილიაუნი პირველივე ტაიმში სამი ბურთით გავიდა წინ და მეტოქეს კომფორტული უპირატესობით 6-1 სძლია.


შეხვედრაში დუბლით ნიკოლოზ ბოლქვაძე და გურამ ნადარეიშვილი გამოირჩნენ. თითო ბურთია საბა მაჩიტიძისა და გიორგი ნათენაძის ანგარიშზე. „მეზღვაურების" რიგებიდან ერთი ბურთი ზვიად შამილაძემ გაქვითა.


ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილიაუნი 2: „ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა და ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით. ბათუმის აკადემიასთან გასულ შეხვედრებში დავმარცხდით, მაგრამ კარგად შევისწავლეთ მეტოქე. ზონების ჩაკეტვა შევძელით და მომენტები გამოვიყენეთ. მოწინააღმდეგის დღევანდელი თამაში შესაძლოა დაღლილობით იყოს გამოწვეული. ვიცოდით, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში ცხრილში პირველ ადგილზე გადავინაცვლებდით და ამით დამატებითი მოტივაცია გვქონდა."


ამ მოგებით ილიაუნი 2 სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე გადავიდა. მას ორი ქულით არმია ჩამორჩება.


ტურის სხვა მატჩში ერთმანეთს ქუთაისის მართვე და გორი ეთამაშებიან.


ფოტო: Sbm.ge