ყურადღება! კონკურსი!
ყურადღება! კონკურსი!
07.05.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია


FIBA Foundation დაინტერესებულ პირებს ფოტო-კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს. აღნიშნულ კონკურსს ყოველწლიური ხასიათი აქვს, იგი მასშტაბურია და თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს.


წლევანდელი ფოტო-კონკურსის თემაა „ურბანული კულტურა და კალათბურთი". როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ გადაიღონ შესაბამისი თემატიკის ფოტო და 15 მაისამდე გაგზავნონ შემდეგ ბმულზე: https://photocontest.fiba.basketball/en/


გამარჯვებულისთვის გათვალისწინებულია პრიზები.


FIBA Foundation-ის მიზანია სპორტისა და განსაკუთრებით კალათბურთის როლის გაზრდა საზოგადოებაში, კალათბურთის ღირებულებებისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.