Pfizer-ის და BioNTech-ის საჩუქარი ტოკიო-2020-ის მონაწილეებს
Pfizer-ის და BioNTech-ის საჩუქარი ტოკიო-2020-ის მონაწილეებს
07.05.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი


წარმატებული და უსაფრთხო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად, საერთაშორისო ოლიმპურმა კომიტეტმა (IOC) ამერიკულ კომპანია Pfizer-თან და მის გერმანულ პარტნიორ BioNTechSE-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც ტოკიო-2020 მონაწილე ოლიმპიელების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

IOC-ის ცნობით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამიაად, ვაქცინის განაწილებას კოორდინაციას გაუწევენ.


„მოვუწოდებთ ათლეტებს და თამაშებში მონაწილეებს, სხვებს მაგალითი მისცენ და იქ აიცრან, სადაც და როდესაც ეს შესაძლებელია.


ეს იქნება ძლიერი ნიშანი იმისა, რომ ვაქცინაცია არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზრუნვაა, არამედ სოლიდარობის გამოხატულებაცაა სხვა ადამიანების მიმართ.


გვინდა მადლობა გადავუხადოთ Pfizer-ს და BioNTech- ს გულუხვი შემოწირულობისთვის, რაც თამაშების სპორტსმენთა და მონაწილეთა ვაქცინაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.


თამაშებში მონაწილეობისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა ოლიმპიადის ორგნიზატორები იმედოვნებენ, რომ სპორტსმენთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ტოკიოში აცრილი ჩავა.


კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული XXXII ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩატარდება წლეულს, 23 ივლისი - 8 აგვისტოს ჩათვლით.