საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, ქალთა საფეხბურთო ლიგის დაწყების შესახებ ინფორმაცია გამოაცხადა. 2021 წლის სეზონიდან, ქალთა საფეხბურთო ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონატი ორ ლიგაში გათამაშდება. ორივე ლიგაში მონაწილეობას 8-8 გუნდი მიიღებს.
ქალთა ლიგის გათამაშება სტარტს 17 აპრილიდან აიღებს.
ორ წრედ გაიმართება ქალთა ლიგის პირველი ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც გუნდები, ნაჩვენები შედეგების მიხედვით ორ ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფიან და კვლავ ორ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სატურნირო ცხრილში პირველ ოთხ ადგილზე მყოფი კლუბები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.
ქალთა ლიგაში მონაწილეობის უფლება, 2020 წლის სეზონის შედეგად პირველ 8 ადგილზე გასულ გუნდს მიეცა. შესაბამისად, ამ ლიგაში იასპარეზებენ თბილისის „ნიკე" (ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი), „ლანჩხუთი", „მართვე" ქუთაისი, „კვარტალი" თბილისი, „ნორჩი დინამო" თბილისი, „კოლხეთი" ხობი, „გორი იუნაიტედი" გორი, „ბათუმი".
ქალთა ლიგა / 1 ტური
17 აპრილი
12:30 „ლანჩხუთი" - „ნორჩი დინამო"
14:00 „ნიკე" - „გორი იუნაიტედი"
14:00 „მართვე" - „ბათუმი"
18 აპრილი
12:30 „კვარტალი" - „კოლხეთი ხობი"
აქვე, შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ნიკე" არის.
ქალთა ლიგა 2 კი, 25 აპრილიდან დაიწყება.
ქალთა ლიგა 2-ში, 2020 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ითამაშებენ „ივერია" ხაშური, „დინამო" სოხუმი, „ზარზმა" ახალციხე, „დიდგორი" მცხეთა, შეცვლილი სახელით იასპარეზებს ახალ სეზონში „თუშეთი". ახმეტის გუნდი, 2021 წლიდან „ბახტრიონის" სახელით წარსდგება გულშემატკივრის წინაშე. 2021 წლის სეზონიდან, ქალთა ლიგა 2-ს სამი დებიუტანტი ჰყავს, საჩხერის „ქარიშხალა", ზუგდიდის „ფენიქსი" და ამბროლაურის „რაჭა 2020".
ქალთა ლიგა 2 / 1 ტური
„ბახტრიონი" ახმეტა - „დიდგორი" მცხეთა
„ქარიშხალა" საჩხერე - „ივერია" ხაშური
„ფენიქსი" ზუგდიდი - „რაჭა 2020" ამბროლაური
„დინამო" სოხუმი - „ზარზმა" ახალციხე
ქალთა ლიგაში გამარჯვებული გუნდი, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. ქალთა ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გასული გუნდი კი, ზედა ლიგაში დაწინაურდება. შესაბამისად, ქალთა ლიგაში ბოლო ადგილოსანი, მომდევნო სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას. ქალთა ლიგაში, მე-7 ადგილზე გასული გუნდი კი, ქალთა ლიგა 2-ის მეორეადგილოსანთან ფლეი-ოფს ითამაშებს.