ევრო 2020, გულშემატკივარი და პანდემია
ევრო 2020, გულშემატკივარი და პანდემია
10.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, სადაც კორონა ვირუსთან დაკავშირებული გართულებული ვითარებიდან გამომდინარე, დუბლინმა, სტადიონზე გულშემატკივრის დაშვებასთან დაკავშირებით შიში გამოთქვა. თუმცა, ამ ეტაპზე, გამოიწვევს თუ არა ეს განცხადება უეფა-ში დუბლინისთვის მასპინძელი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვინ შეიძლება გახდეს დუბლინში დარჩენილი მატჩების სამართალმემკვიდრე, ჯერ-ჯერობით არსად არაფერი წერია. ფეხბურთში, ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატთან დაკავშირებით კი, უეფა-ს საიტზე გულშემატკივრისთვის საყურადღებო ინფორმაცია, 9 აპრილს გამოქვეყნდა.


მას შემდეგ რაც, უეფა-ს საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრის დაშვების გადაწყვეტილება მიიღო და კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები, კონკრეტული სახელმწიფოების გადასაწყვეტი გახდა, ფეხბურთის ევროპული მმართველი ორგანო, ახალი კითხვის ნიშნების ქვეშ დადგა.


მაგალითად ევრო 2020-ის მასპინძელი 8 ქალაქი, უეფა-სთან მჭიდრო თანამშრობლობის ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ ივნისსა და ივლისში, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ვაქცინაციასთან და კლიმატის დათბობასთან დაკავშირებით, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის, მზადაა ევრო 2022-ის თამაშებზე, სტადიონების ტევადობის შესაბამისად, მაყურებლის გარკვეული პროცენტი დაუშვან. თუმცა, ევროპის რიგ ქვეყნებში, კორონა ვირუსის მესამე ტალღის დაწყებასთან ერთად, გაჩნდა ახალი საშიშროება. თუმცა, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.


ვინ არის  ზად დაუშვას გულშემატკივარი და რამდენი?


სანქტ-პეტერბურგი მზადაა ტრიბუნებზე გულშემატკივრის 50%-ს უმასპინძლოს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ აპრილის ბოლოსთვის ამ რაოდენობის გაზრდის თაობაზეც გააკეთებს განცხადებას. თუმცა, სტადიონებზე მოსახვედრად, მკაცრი რეგულაციების გავლა იქნება საჭირო.


ბაქო, ასევე მზადაა უმასპინძლოს სტადიონების ტევადობის 50%-ს. აზერბაიჯანში თამაშებზე ჩასული გულშემატკივრისთვის, საკმარისი იქნება COVID 19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი წარმოადგინონ.


ამსტერდამი, ბუქარესტი, კოპენჰაგენი და გლაზგო მზად არიან 25-33% გულშემატკივარი შეუშვან სტადიონებზე. აქვე, გლაზგოს გარდა, დანარჩენი სამი ქალაქი მზადაა, აპრილის ბოლოსთვის, იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მასობრივი ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესი, გაზარდონ რაოდენობა.


ამ ეტაპზე, ლონდონი აცხადებს, რომ ჯგუფური ეტაპის 3 და 1/8-ის მატჩებზე, მზადაა გულშემატკივრის 25%-ს მისცეს შანსი ცოცხლად იხილოს თამაში. თუმცა, აქვე იმედოვნებს, რომ ½ და ფინალურ მატჩზე ეს რიცხვი გაზარდოს. ბუნებრივია, ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე.


მიუნხენი, რომი, ბილბაო და დუბლინი - რა ხდება ჯგუფური ეტაპების ამ მასპინძელ ქალაქებში? უეფა-ს ინფორმაციით, ამ ქალაქებმა 19 აპრილამდე უნდა შეატყობინონ ევროპის საფეხბურთო სახლში, თუ რა გეგმები აქვთ. მხოლოდ, ამის შემდეგ, მიიღებს უეფა გადაწყვეტილებას, ჩამოთვლილ ქალაქებში ევრო 2020-ის მატჩები გამართვის თაობაზე. აღნიშნულ სტადიონებზეც, თამაშებზე დასასწრები ბილეთების თაობაზეც, ინფორმაცია მხოლოდ ამის შედეგ გახდება ცნობილი.


რა პირობების შესრულება მოუწევს გულშემატკივარს?


აქვე უეფა, გულშემატკივარს, რომლებსაც უცხოეთში მატჩებზე დასწრება აქვთ გადაწყვეტილი თხოვს, რომ გაითვალისწინოს, კორონა ვირუსიდან გამომდინარე ცვალებადი ვითარება და საზღვრების გადაკვეთის პირობები, მათ შორის საკარანტინო ვადები. თუმცა, აქ, გარკვეული გამარტივებული წესებიც შესაძლებელია ამოქმედდეს.  მაგალითად, ბაქო, ბუდაპეშტი და სანქტ-პეტერბურგი მზად არიან ბილეთის მფლობელები, გარკვეული პროცედურების შემდეგ, გაათავისუფლონ სავალდებულო კარანტინიდან.


მატჩზე დასასწრები ბილეთის მქონე არარეზიდენტებს, ბუდაპეშტში ჩასვლისას COVID 19-ზე, ჩასვლამდე 5 დღის მანძილზე გაკეთებული 2 უარყოფითი ტესტის პასუხი იქნება საჭირო, ან ცნობა იმის შესახებ, რომ უნგრეთში ჩასვლამდე 6 თვის მანძილზე კორონა ვირუსი აქვს გადატანილი.


სანქტ-პეტერბურგში, მატჩებზე დასწრების ბილეთების მფლობელ გულშემატკივარს და ამ ქალაქში მოასპარეზე კლუბების ქომაგებს, გადაადგილებისას მხოლოდ COVID 19-ზე, გამომგზავრებამდე გაკეთებული უარყოფით ტესტს სთხოვს.


ბაქოში, გამარტივებული წესი, მხოლოდ კონკრეტული თამაშების მონაწილე გუნდების გულშემატკივრებს, ან შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტებს შეეხებათ. ბუნებრივია, მათ თამაშზე დასასწრები შეძენილი ბილეთი და აზერბაიჯანში ჩასვლამდე გაკეთებული  COVID 19-ზე უარყოფითი ტესტის საბუთი უნდა ჰქონდეთ.


ბუქარესტში ჩასულ გულშემატკივარს, არ მოუწევს კარანტინის გავლა, თუ წარმოადგენენ COVID 19-ზე უარყოფითი ტესტის საბუთს და ქვეყანაში, სამ დღეზე მეტს არ დაჰყოფენ.


ამასთან, ბილეთის ყველა მფლობელი, ელექტრონული ფოსტით მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ევრო 2020-ის თამაშებთან დაკავშირებულ სამოგზაურო პირობებზე და ყველა სხვა საკითხზე, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატთან იქნება დაკავშირებული. ამ მომენტისთვის გულშემატკივრისთვის საინტერესო ინფორმაცია კი, სრულად არის განთავსებული EURO2020.com-ზე.


ვისაც უკვე აქვს ბილეთი და გადაიფიქრა წასვლა...


ბილეთების დაბრუნება და გადახდილი თანხის სრული დაბრუნება ამ ეტაპზე უეფა-ს პორტალის დახმარებით არის შესაძლებელი. ბილეთების დაბრუნება უკვე შესაძლებელია და ეს მომსახურება 2020 წლის 22 აპრილის 18:00 (ევროპული დროით) იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუკი, შეიცვლება მატჩის სტადიონი ან გადაწყდება, რომ მასზე გულშემატკივარს აღარ დაუშვებენ, ბილეთის მფლობელებს მოუწევთ სპეციალური პროცედურების გავლა. უეფა-ს პორტალზე აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ პროცედურაზე უახლოეს მომავალში უფრო დეტალურად დაწერენ.  


წილისყრა და ბილეთების გაუქმება


მას შემდეგ, რაც 22 აპრილს ბილეთების დაბრუნების ვადა ამოიწურება, უეფა გადახედავს, აჭარბებს თუ არა დაბრუნებული ბილეთებისა და მატჩზე დასწრების მსურველთა რაოდენობა. თუკი, რიცხვი აღემატება სტადიონებზე გათვალისწინებული გულშემატკივრის დაშვების კვოტას, უეფა, წილისყრის ბილეთების ნაწილს გააუქმებს. ეს, მასპინძელი ქალაქების ხელისუფლებებს წესრიგის დამყარებაში დაეხმარება. ის ბილეთები, რომლებიც ნაციონალური ასოციაციების გავლით იქნება შეძენილი, დაექვემდებარება ასოციაციებისა და ფან-კლუბების კანონს.


გაუქმებული ბილეთების შესახებ მფლობელს მაისში შეატყობინებენ


ბილეთები უნგრეთი, ჩრდ. მაკედონიის, სლოვაკეთისა და შოტლანდიისთვის - ეს, მოგეხსენებათ ის ქვეყნებია, რომლებმაც ევრო 2020-ზე მონაწილეობის უფლება ყველაზე ბოლოს, ფლეი-ოფებში მოიპოვეს. ამ ქვეყნის ქომაგებისთვის ბილეთების გაყიდვა, მაისიდან დაიწყება.



ფოტო: @UEFA  EURO 2020