ბაკურიანი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის „შუალედურებს“ აბარებს
ბაკურიანი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის „შუალედურებს“ აბარებს
27.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


კიდევ ორი ეტაპიც და სქი-ქროსში, მსოფლიო თასის 2020-2021 წლების სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. თუმცა, მანამდე, დღეს, ბაკურიანში, სქი-კროსში, აუდის მსოფლიო თასის ქართული ეტაპის დასრულდა ინდივიდუალურ დისციპლინაში. მამაკაცთა შორის გამარჯვებული გერმანელი ფლორიან ვილსმანი გახდა. ქალებში კი, საუკეთესო იყო შვეიცარელი ფანი სმიტი.





ბაკურიანის ეტაპში მამაკაცთა შორის მონაწილეობის სურვილი 38 სპორტსმენმა გამოთქვა, მათგან დასკვნითი რბილისთვის კვალიფიკაცია 32-მა გაირა. ქალთა შორის კი, ქართულ ეტაპში მონაწილეობა 16-მა სპორტსმენმა მიიღო.


სქი-კროსში, აუდის მსოფლიო თასის ქართული ეტაპის დასრულდა ინდივიდუალურ დისციპლინაში საქართველოს წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მსოფლიო თასის ეტაპზე მონაწილეობისთვის, სპორტსმენს 100 ქულიანი სარეიტინგო შკალა უნდა ჰქონდეს გადალახული.


არ იქნებიან ქართველები, არც ხვალ, გუნდური ასპარეზობის დროსაც, დისციპლინას ბაკურიანი ხვალ პირველად უმასპინძლებს.


ბაკურიანში, ქართული სათხილამურო სპორტის ისტორიის ახალი გვერდის წერა დაიწყო. ქართულმა ზამთრის კურორტმა, მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობის პირველი  საშეჯიბრო დღე, წარმატებით ჩაამთავრა. ასპარეზობას სტარტი ზღვის დონიდან, 2055 მეტრზე მიეცა, ფინიში 1890 მეტრზე იყო მოწყობილი. ტრასის საერთო სიგრძე 1270 მეტრს შეადგენდა, ჰაერის ტემპერატურა კი, შეჯიბრის დროს -6 გრადუსი.








ფოტო: GSF / ავტორი: რეზი ყენია